საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

ტერმინების: “სპარსულისა” და “ქართულის” მნიშვნელობა შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანში”
ნინო ტარყაშვილი

“ესე ამბავი სპარსული”, ეს საყოველთაოდ ცნობილი სტრიქონი, როგორც პოეტი თამარ ერისთავი შენიშნავს, გზის მაჩვენებელი ნიშანსვეტივით დგას პოემის დასაწყისში:

“ესე ამბავი სპარსული,/ქართულად ნათარგმანები”

ცნობილია, რომ ვახტანგ მეექვსემ, სპარსული ენისა და ლიტერატურის მცოდნემ, დაძებნა “ვეფხისტყაოსნის” მსგავსი ფაბულა და აღნიშნა, რომ “სპარსშიდ ეს ამბავი არსად იპოვება” ისიც დაასკვნა, რომ რუსთველმა “ამბავიც თვითონ გააკეთა” და ლექსადაც თვითონ გარდაქმნაო.

აკადემიკოს ნიკო მარის გულმოდგინე ძებნამაც ვერ აღმოაჩინა სპარსულ ლიტერატურაში “ვეფხისტყაოსნის” ორიგინალი.

რუსთველოლოგებმა მიიჩნიეს, რომ სპარსულად გამოცხადება ჩვეულებრივი ალეგორიის ხერხია. უცხო სახელშერქმეული სამეფოების მიღმა რუსთველის დროინდელი საქართველო დგას მისი ყოფით, ფილოსოფიით, ეროვნული ხასიათითა თუ ტრადიცია _ ჩვეულებებით.

განსხვავებული აზრი დააფიქსირა ზაურ ბიძინაშვილმა წიგნში: “სიმართლე რუსთაველისა და თამარ მეფის შესახებ“

ჩემი მიზანია ამ თემის განვრცობა და იმ კუთხიდან წარმოჩენაც, რომელიც ზაურ ბიძინაშვილის წიგნში არ გვხვდება.

ავტორი ავითარებს აზრს, თითქოს “ვეფხისტყაოსანი” თამარ მეფის ეპოქის ძეგლი არ არის, რაშიც მას ვერ დავეთანხმები, თუმცა, ტერმინ “სპარსულის” განმარტებასთან დაკავშირებით, ჩემი აზრი თანხვდება მისას. ავტორი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ სპარსი და სპარსული, სულაც არ არის მაინცა და მაინც ერანული, როგორც ამას რუსთველოლოგები ფიქრობენ და სპარსი, არა ერთი და ორი ქართული წყაროთი, ნიშნავს წარმართს, არაქრისტიანს. ნათქვამის საილუსტრაციოდ, ავტორს მოჰყავს თვით “ვეფხისტყაოსანი:” აი, რას ეუბნება ტარიელს ნესტან_დარეჯანი თავის საქმროდ მოყვანილ ხვარაზმშას ძის შესახებ:

“ეგე, ამბად არ ეგების, რომე სპარსნი გაგვიხასდენ”(თანამედროვე რუსთველოლოგ _ გამომცემლებმა შეასწორეს 1712 წლის გამოცემაში სტრიქონი, “ეგე ამბად არ ეგების” და დაწერეს “ესე ამბად არ ეგების”, რითაც, ვეთანხმები ზაურ ბიძინაშვილს, რომ დაირღვა პოეტური და გრამატიკული კანონზომიერებანი.

`1. პოეტური თვალსაზრისით, “ეგე ამბად არ ეგების”, არის გ-ზე აგებული ალიტერაცია, რაც, ცხადია, ტაეპს აძლიერებს.

2. გრამატიკული თვალსაზრისით, ჩვენებითი ნაცვალსახელებიდან, “ეს” არის პირველი პირისა, “ეგ” არის მეორე პირისა და “იგი” (ის)არის მესამე პირისა. ვახტანგ მეექვსის გამოცემაში ჩაწერილი “ეგე” სავსებით მართებულია, რადგან ნესტანი ეუბნება ტარიელს, ეგ საქმე, ე. ი. რაც შენთან ითათბირეს მეფემა და დედოფალმა, თავისი სხვა სამი ვეზირის თანხლებით, სიკეთეს არ მოიტანსო. ამ ტაეპში, “ეს”-ის ჩასმა სავსებით გაუმართლებელია, რადგან ნესტან_დარეჯანს ქმედებაში არაფერი ხელი არ უძევს. ტაეპი “ეგე ამბად არ ეგების, რომე სპარსნი გაგვიხასდენ”, გ-სა და ს-ს ალიტერაციაზე აგებულ დიდებულ პოეზიას იძლევა და აქ გრამატიკის ჩარევა საჭირო არ არის, მითუმეტეს, რომ არც გრამატიკით მართლდება აქ რაიმეს შეცვლა”. –ზ. ბიძინაშვილი)

ალბათ, საჭიროა, შევნიშნოთ, რომ `რუსთველის ეპოქაში ხორეზმი (ცენტრით დღევანდელი უზბეკეთი, მისი ერთ–ერთი რეგიონი ხორეზმი) და ინდოეთი ერთი დიდი რეგიონის ქვეყნები იყო. ხორეზმის მზარდი მადა კი ცნობილი გახლდათ. თამარის მეფობის ბოლო წლებში და ლაშას მეფობის დასაწყისში ხორეზმის სახელმწიფოში შედიოდა, დღევანდელი პოლიტიკური გეოგრაფიით რომ ვიმსჯელოთ, უზბეკეთის ერთ-ერთი რეგიონის – ხორეზმისა და უზბეკეთის გარდა სამხრეთი ყაზახეთი, თურქმენეთი, ავღანეთის დიდი ნაწილი, ირანის უდიდესი ნაწილი (მათ შორის ირანის ანუ სამხრეთ აზერბაიჯანი) და სხვა ტერიტორიები (ხორეზმ–შაჰ მუჰამედ II-ს უნდოდა ბაღდადის დაპყრობა და თავისი თავის მაჰმადიანთა სულიერ ლიდერად გამოცხადება, მაგრამ გზად ბუნებრივმა კატაკლიზმამ შეუშალა ხელი). მუჰამედ II ხორეზმ–შაჰი თავს მაჰმადიანების უმთავრეს პოლიტიკურ ლიდერად მიიჩნევდა და სხვებისგანაც ითხოვდა ამის აღიარებას. ამგვარად, ხორეზმი ფაქტიურად მეზობელი იყო ინდოეთის (ასევე საქართველოსი) და საფრთხე მომდინარეობდა მისგან.

     სხვათა შორის, თამარის მეფობის ბოლო წლებში ინდოეთში მაჰმადიანები შეიჭრნენ და დაიმორჩილეს მისი ნაწილები. დელიში გაბატონდა თურქული მოდგმის მაჰმადიანური დინასტია. ასე რომ, ინდოეთს ჰქონდა ეს პრობლემა.

    როგორც ჩანს, ეს ვითარება აქვს გამოყენებული რუსთველს (ამასაც გულისხმობს ტარიელი) –  როდესაც კონკურენტი დიდი სახელმწიფოს სამეფო პრინცი ადის გეოგრაფიულად ახლოს მყოფი სახელმწიფოს ტახტზე, ეს უკანასკნელი სახელმწიფოსთვის საშიშია...” იხ. გია მამალაძის  პუბლიკაცია: “ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია" ანუ სამეფო ლეგიტიმიზმის პრინციპები "ვეფხისტყაოსანში" (წიგნიდან "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის", 2007)

 რადგან, ხვარაზმის სამეფოში შედიოდა აღმოსავლეთ ირანი, ოპონენტები შეიძლება შეგვედაონ, რომ სპარსი აქ სწორედ ირანელს ნიშნავს. ამიტომ, საჭიროა, ისეთი ისტორიული ცნობა ვაჩვენოთ, სადაც ირანელს არ ექნება საერთოდ არანაირი კავშირი.  ზაურ ბიძინაშვილს მოჰყავს ასეთი წყაროც: 1310-იანი წლების ამბებთან დაკავშირებით “ძეგლი ერისთავთა”-ში ნათქვამია: “ამას ჟამსა მოვიდა ამბავი-კლიტენი იერუსალიმისანი სპარსთა დაიპყრესო და დიდად შეწუხნა მეფე გიორგი”(ქართული მწერლობა. ტ. 5. გვ. 110. 1988წ.)

“ძეგლში” ლაპარაკია ეგვიპტელი მამელუქების მიერ იერუსალიმში ქრისტიანული სიწმინდეების დალუქვაზე და იქ, “სპარსს”, როგორც ერანელს, სავსებით ცხადია, რომ არაფერი აქვს საერთო. მაშასადამე, აგრძელებს ზაურ ბიძინაშვილი, “ვეფხისტყაოსანში” “სპარსი” არის აღმსარებლობითი ცნება და არა სადაურობის გამოხატვა. რა თქმა უნდა, არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ ეს ცნება მოდის სწორედ სადაურობიდან. კერძოდ, ირანიდან, რომელსაც სპარსეთიც ეწოდება, მაგრამ იქცა ქრისტესმებრძოლთა ტერმინად. ტერმინი “სპარსის” წარმოშობას  საკმაოდ ძლიერი, ისტორიულად გამართლებული საფუძველი აქვს. კერძოდ: 1. მაჰმადიანების გამოჩენამდე, სწორედ სპარსელები, (ირანელები) ებრძოდნენ  ქრისტიანებს ყველაზე მედგრად. ამის მაგალითად შუშანიკიც საკმარისია. 2. მაჰმადიანობის წარმოშობის შემდეგ, როგორც სახელმწიფო, დაეცა რა  არაბეთი, სამაჰმადიანოს ალამი ისევ სპარსეთმა აიღო.

ზაურ ბიძინაშვილი კიდევ ერთ ნიმუშს აჩვენებს მკითხველს ცნება “სპარსის” მნიშვნელობის შესახებ: “ხოლო ხევი შავშეთისა უშენებელი იყო მაშინ, გარეშე მცირედთა სოფელთასა. რამეთუ ჟამსა სპარსთა უფლებისასა აოხრდა. ოდეს იგი ყრუმან ბაღდადელმან შემუსრნა ციხენი ყოველნი..” სუმბატ დავითის ძე. ცხოვრებაი და უწყებაი ბაგრატიონიანთა”. გვ. 44-45. 1990წ.)

ზაურ ბიძინაშვილი დაასკვნის: სპარსულ ამბავში არ იგულისხმებიან მხოლოდ არაქრისტიანი ქვეყნები. აქ იგულისხმება ყველა, ვინც არ აძლევს ხორცს სულისათვის.…

გამოთქმა “სპარსული” მხოლოდ მაჰმადიანურ ლიტერატურას არ ნიშნავს, რადგან იგი ისლამის დაბადებამდე არსებობდა. “სპარსული” ნიშნავს ყველა მოძღვრებას, რომელიც არ არის ქრისტიანულ_თეოლოგიური. აქედან გამომდინარე,  “სპარსული ამბავი”  ნიშნავს, ჩვეულებრივი, არააღმსარებლობითი ცხოვრების ჩვენებასაც.

   მე, შევეცადე, მომეძებნა ტერმინ “სპარსულის” მნიშვნელობა რელიგიურ ლიტერატურაში, რაც თანხვდება ზემოაღნიშნულ მოსაზრებას. მაგალითად, ჩავიხედოთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დაუჯდომელში, რომელიც შესულია, როგორც დაუჯდომელთა კრებულებში, ასევე სხვადასხვა ლოცვანთა კრებულების დიდ უმრავლესობაში.

დაუჯდომლის ავტორი მეხუთე იკოსში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს მიმართავს ასე:

 

“იხილეს ყრმათა ქალდეველთასა, ხელთა ზედა ქალწულისათა ხელითა დამბადებელი კაცთა, და მეუფედ მცნობელნი მისნი, დაღაცათუ ხატი მონისა მიიღო ისწრაფდეს ძღუნითა მსახურებად მისა, და ღაღადებად კურთხეულისა:

გიხაროდენ, ვარსკვლავისა დაუღამებელისა დედაო,

გიხაროდენ, ცისკარო საიდუმლოისა დღისაო,

გიხაროდენ სახმილისა საცთურისასა დამაცხრობელო,

გიხაროდენ სამებისა მესაიდუმლოეთა მცველო,

გიხაროდენ, მძლავრთა კაცთმოძულეთა მთავრობისა განმდევნელო,

გიხაროდენ, უფლისა კაცთმოყვარისა ქრისტეს გამომაბრწყინვებელო,

გიხაროდენ, სიხენეშისა საქმეთაგან გამომხსნელო,

გიხაროდენ, ბარბაროსთა ჰსჯულისა დამხსნელო,

გიხაროდენ, ცეცხლისა თაყვანისცემისა დამაცხრობელო,

გიხაროდენ ალიას ვნებათაისა დამშრეტელო,

გიხაროდენ სპარსთა სიწმიდისა მასწავლელო,

გიხაროდენ, ყოველთა ნათესავთა მხიარულმყოფელო,

გიხაროდენ, სძალო უსძლოო.“

 

ცხადია, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი არის ყოველთა არაქრისტიანთა სიწმიდისა მასწავლებელი და არა მხოლოდ ეროვნებით სპარსთა და აქ, ტექსტში, ნათლად ჩანს, რომ ტერმინ „სპარსთაში“ იგულისხმებიან არაქრისტიანნი. აღსანიშნავია, რომ ქრისტიანულ ლიტერატურაში ქალდეველი მოგვებიც, რომელთაც ჩვილ იესოს მიართვეს ოქრო, გუნდრუკი და მური, ხშირად მოიხსენებიან, როგორც „სპარსი მოგვები“. ჩემი აზრით, სწორედ იმიტომ, რომ სპარსი, აქაც აღნიშნავს არაქრისტიანს.

 

ახლა ჩავიხედოთ წმიდა ნინოს ძველ დაუჯდომელში: მოვიძიოთ აქაც იკოსი მეხუთე. მეთერთმეტე გიხაროდენში ავტორი წმიდა ნინოს ასე აღუვლენს ლოცვას:

 „გიხაროდენ, სპარსებრივსა არაწმიდებასა წილ, ანგელოსებრივისა სიწმიდისა მომცემელო ჩვენდა“. ცხადია, რომ აქ „სპარსებრივ არაწმინდებაში“ იგულისხმება ხორციელი, ამწუთისოფლიური ვნებები, რომელიც გვაშორებს ქრისტიანულ, ანგელოზებრივ სიწმინდეს.

იგივე მნიშვნელობით არის ნახმარი ტერმინი „სპარსი“ წმიდა იოანე სოჩაველის ტროპარში, რომელიც იკითხება ვაჭრობის კეთილად წარმართვისთვისაც:

„მოწყალებითა, დაუცხრომელითა ლოცვითა და ცრემლთა დენითა, მოწამეო, ცხორება შენი ქვეყანასა ზედა კეთილად წარმართე, კუალად ვნებათა კუეთებასა მხნედ მიეახლე და ამხილე სპარსთა უსჯულოება, რომლისათვისცა ხარ სიმტკიცე ეკლესიისა, სიქადული ქრისტიანეთა, იოანე, მარადის სახსენებელო.“

„სპარსთა უსჯულოებაში“, აქაც იგულისხმება როგორც არაქრისტიანთა, ასევე ამ სოფლიურ ვნებებს დამონებულთა უსჯულოება.

გავარკვიეთ რა, თუ რა მნიშვნელობით იხმარებოდა შოთა რუსთველის დროს და შემდგომ საუკუნეებში, როგორც საერო, ისე სასულიერო ლიტერატურაში ტერმინი „სპარსული“, ახლა შევეცადოთ, განვმარტოთ, რას ნიშნავს სტრიქონი: „ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები?~ სულხან-საბა ორბელიანი, „თარგმანებას“ განმარტავს როგორც „იგავიანის სიტყვის გაცხადებას“.

ტერმინ „ქართულის“ ქვეშ, რუსთაველის ეპოქაშიაც და შემდგომშიც ხშირად იგულისხმებოდა ქრისტიანული.

ცნობილია, რომ ყოველ დიდებულ ნაწარმოებს, შესაძლოა ჰქონდეს სამნაირი წაკითხვა მაინც: პირველი, ზედაპირული, არსებული რეალობისა და სინამდვილის ამსახველი, მეორე, იგავური, უფრო ღრმა სიბრძნისა და შინაარსის დამტევი, მესამე: სიმბოლურ-ხატოვანი.

თუ „ვეფხისტყაოსანს“ წავიკითხავთ ზედაპირულ შრეზე, „ესე ამბავი“ იქნება „სპარსული“, რადგან მოქმედება ხდება არაქრისტიანულ ქვეყნებში. მაგრამ სინამდვილეში აქ ასახულია მეთორმეტე საუკუნის საქართველოს პოლიტიკური რეალობა, მკითხველის სააზროვნო_“საჭოჭმანებელი“ ამოცანაა ამ „სპარსული“ ამბის „ქართულად“ გადმოთარგმანება, ანუ ამ ქართული რეალობის დანახვა.

იგივე ზედაპირული წაკითხვით, „ვეფხისტყაოსანი“, არ არის ქრისტიანული ნაწარმოები, რადგან, ჯერ ერთი მოქმედება არაქრისტიანულ გარემოში ხდება და მეორე, ნა

წარმოების გმირებიც არა ერთგან ჩადიან ქრისტიანისათვის შეუფერებელ ქმედებებს. უფრო ღრმა, იგავურ დონეზე წაკითხვა-გააზრებით, კი ავტორი მკითხველს უსახავს ამოცანას, აღმოაჩინოს „ვეფხისტყაოსანში“ საღვთო სიბრძნის მატარებელი, ღრმა ქრისტიანული ნაწარმოები. ამიტომაც, ალბათ, არაა შემთხვევითი, რომ ავთანდილი თანადროულად არაბიცაა და „ტკბილი“ და „ტკბილქართველი“ ყრმაც.

შოთა რუსთაველმა ბევრი რამ იგავურად რომ გვითხრა, ამაზე დავით გურამიშვილი გვეუბნება ნათლად: „დარგო იგავთ ხეო“. ხოლო ეს იგავურად ნათქვამი ამბები რომ საღმრთოა, ამას თავად შოთა გვიცხადებს პროლოგში, შაირობის განმარტებისას: „შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი, /საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი,/ მსმენელთათვის დიდი მარგი.“ ანუ, პოემის სიუჟეტში ჩაქსოვილი „სპარსული“, არაქრისტიანული ამბები, სინამდვილეში არის ქართული, ანუ ქრისტიანული და საღმრთო. აი, რისი თქმა სურს შოთა რუსთველს. ცხადია, რადგან ეს ამბავი სინამდვილეში ქართულია, ქრისტიანულია და საღმრთოა, ამიტომაც არის იგი „წყობილი მარგალიტი“.

მოდით, ესეც გამოვიკვლიოთ, რისი სიმბოლოა მარგალიტი? ზვიად გამსახურდია, „ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველებაში“ წერს: „სიმბოლური მნიშვნელობა აქვს წასვლის წინ თინათინის მიერ ავთანდილის დასაჩუქრებას მარგალიტით. მარგალიტი სიმბოლოა საღვთო, განწმენდილი აზროვნებისა, მისი სიმყარისა, უცვლელობისა, მუდმივობისა. ანტონ პირველი თავის ღვთისმეტყველებაში ამრიგად განმარტავს მარგალიტის სიმბოლოს: „ძიება იგი უსასყიდლოისა მის მარგალიტისა არს უდიდესი ხმევაი სიბრძნისაი,  ფილოსოფოსობასა შინა უსაღმრთოესსა, ვითარმედ მაძიებელი იგი იქმს თვის შორის წარმოდგინებასა ნივთთა ყოველთასა უსავსეს და უწულილეს განყოფით და განსჯის თვითეულსა მათსა გებადსა და დადგრომასა აღმოაჩინებს~(ღვთისმეტყველება, ტ.11. 558). აქ ანტონი, უპირველეს ყოვლისა, ეყრდნობა სახარებას, სადაც ეს „უსასყიდლო მარგალიტი“ სიმბოლოა სასუფეველისა(მათე, 13.45.) ამის გამო დაერქვა „მარგალიტი“ წმიდა მამათა სწავლათა კრებულს.

მოვიძიოთ ისევ დაუჯდომელთა კრებული. ჩავიკითხოთ დაუჯდომელი გალობა „ყოვლადტკბილისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი“. მეთორმეტე იკოსში ავტორი ტკბილ იესოს მიმართავს: „იესო, მარგალიტო პატიოსანო,

განმაბრწყინვე მე.“

„წმიდა მოწამეთა სავედრებელი პარაკლისის“ თავში „განძლიერთასა“, „უსასყიდლო მარგალიტად“ იწოდება ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, ხოლო წმიდა მოწამენი _ „მარგარიტოვან გვირგვინოსნებად“.

ზიარების წინ საკითხავი ლოცვების მეოთხე გალობაში „გონიერი მარგალიტი“ ეწოდება მაცხოვარს ჩვენსას, უფალ იესო ქრისტეს. ამ გალობაში ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ასე მივმართავთ: „მოწყალე-ჰყავ ჩემ ზედა სახიერი ძე შენი დედოფალო, და დამიცევ მე, შეუგინებელად, და უბიწოდ მვედრებელი შენი, და უვნებელად, რაითა შევიწყნარო გონიერი მარგალიტი და წმიდა ვიქმნე.“

წმიდა ლუკა მოციქულის დაუჯდომელის პირველ იკოსში კი „მარგალიტი მრავალსასყიდლისა“ ეწოდება წმიდა სახარებას. აქ მლოცველი ასე მიმართავს წმიდა ლუკას: „გიხაროდენ, რომელმან ღირსად პატივდებულსა თეოფილეს და ჩვენცა, შეგვძინე მარგალიტი მრავალსასყიდლისაი _ ქრისტეს სახარება.“

 

მათეს სახარებაში ვკითხულობთ:

„მსგავს არს სასუფეველი ცათაი კაცსა ვაჭარსა, რომელი ეძიებნ კეთილთა მარგალიტთა.

და პოვის რაი ერთი მარგალიტი მრავალ-სასყიდლისაი, წარვიდა და განყიდა ყოველივე რაიცა ედვა, და მოიყიდა იგი.“

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი განმარტავს: “ზღვა აწმყო ცხოვრებაა, ხოლო ვაჭრები ისინი, რომელნიც ზღვაზე ხეტიალობენ და ცოდნას დაეძებენ. ბევრი მარგალიტი _ ეს აზრებია მრავალი ბრძენისა. მათგან ძვირფასი მხოლოდ ერთია, რადგანაც ერთია ჭეშმარიტება და იგი ქრისტეა: მარგალიტზე ჰყვებიან, რომ იგი ნიჟარაში ჩნდება, რაჟამს კბილებს გახსნის და ელვა დაეცემა. როცა კბილებს ერთმანეთს დააჭერს, ელვისა და ცვრისაგან მარგალიტი ჩაისახება. ამიტომაც არის იგი თოვლივით თეთრი. ასევე ჩაისახება სულიწმიდით ქრისტე ქალწულში. მხოლოდ მარგალიტის პატრონმა იცის, რომ მფლობელია სიმდიდრისა, რომელიც სხვისთვის დაფარულია. ასევე დაფარულია ქადაგება უგუნურთათვის. მაშასადამე, საჭიროა, რომ ყოველივე გავყიდოთ და ეს მარგალიტი შევიძინოთ.“

„ვეფხიტყაოსნის“ იგავური სიბრძნეც ქრისტიანულია, საღმრთოა, ჭეშმარიტია. რადგანაც ერთია ჭეშმარიტება და იგია ქრისტე, ამიტომაცაა ეს სიბრძნეც „ვით მარგალიტი ობოლი.“  ეს მარგალიტი ზედაპირზე არ ჩანს, იმ მკითხველისთვის, ვინც საღმრთო სიბრძნით არ არის აღჭურვილი და ნიჟარაშია შეყუჟული. ასეთ მკითხველს რუსთველი არაქრისტიანულ, ამსოფლიურ, „სპარსულ“ ამბავს სთავაზობს თავშესაქცევად. რადგან, ვინ, ვინ და რუსთველმა კარგად იცის , რომ ღორებს მარგალიტი წინ არ უნდა დაუყარო და სახარებისეული განმარტებით, „ღორებში“ სწორედ არასახარებისეული მცნებებით მცხოვრები მკითხველი იგულისხმება. როცა პოემას საღვთო სიბრძნით აღჭურვილი და კვლავაც მაძიებელი მკითხველი წაიკითხავს, მაშინ გამომზეურდება მისთვის პოემაში არსებული საღვთო მარგალიტები.

საინტერესოა, რომ „ქართლის ცხოვრება“ თავისებურად თითქოს ეხმიანება ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის განმარტებას ძვირფასი მარგალიტის ერთადერთობის თაობაზე: „ბევრი მარგალიტი _ ეს აზრებია მრავალი ბრძენისა. მათგან ძვირფასი მხოლოდ ერთია, რადგანაც ერთია ჭეშმარიტება და იგი ქრისტეა“_ მათეს სახარების განმარტებიდან. ჟამთააღმწერელი მეფე გიორგი ბრწყინვალეს დახასიათებისას ბრძანებს: „მხოლოდშობილი ძე იყო დედისა, მხოლოდ იგი შვა დედამ; როგორც მარგალიტზეა ნათქვამი, რომ მხოლოდ იგია საუკეთესო, ასევე გიორგი იყო თავისი დროის კაცთა შორის დიდებული, არა მხოლოდ ხელმწიფეთა, არამედ კაცთა შორის.“

როგორც დავინახეთ, მარგალიტი, ქრისტიანულ ლიტერატურაში გამოიყენება როგორც უფალ იესო ქრისტეს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, წმიდა მოწამეების, სარწმუნოებით ხელმწიფობის კეთილად წარმმართველი მეფის დახასიათებისას, ასევე წმიდა სახარებაც შედარებულია მარგალიტს. ობოლ მარგალიტს ადარებს, რუსთველი თავის „ვეფხისტყაოსანს,“  რითაც გვეუბნება რომ იგი საღვთოდ გასაგონი პოემაა. საღვთოს, ქრისტიანულის სინონიმად კი გამოყენებულია ქართული.

მარგალიტის ამგვარი მნიშვნელოვანი გააზრებიდან გამომდინარე, ალბათ, შემთხვევითი არ არის რომ რუსთაველის თანამედროვე წმიდა მეფე თამარის ჯვარსა და გვირგვინსაც ამკობენ მარგალიტები.

 

ისმება კითხვა: გამოიყენება თუ არა მარგალიტის სიმბოლო სპარსულ ლიტერატურაში? ცნობილია, რომ სუფისტურ სიმბოლიკაში მარგალიტი, თვალმარგალიტი მისტერიალური სიბრძნის სიმბოლოა. ომარ ხაიამი სუფისტურ მოძღვრებას „მისტიური მნიშვნელობის მარგალიტთა სალაროს“ უწოდებს, ხოლო ნიზამი თავის „ისკანდერნამეს“ შესავალში წერს: „რახან ასეთ ძვირფას მარგალიტებს ვფლობ, მე მჭირდება მათი მცოდნე, დამფასებელი, მე ვთხოვ განგებას, მომცეს ისეთი მკითხველი, რომელსაც მოვუთხრობ მოძღვრის საიდუმლოებებს.“ ანუ, მარგალიტის სიმბოლო სპარსული ლიტერატურისთვის უცხო არაა. მაგრამ შოთა საუბრობს არა მარგალიტებზე, არამედ ობოლ მარგალიტზე, რომლის შესადარიც არაფერია და იგია ერთადერთი, რადგან ერთადერთია ჭეშმარიტება და ის არის ქრისტე. ანუ, „ობოლი მარგალიტის“ სახელდებით, შოთა გვეუბნება, რომ პოემაში შეფარვით, ქრისტიანულ, საღვთო სიბრძნეზე იქნება საუბარი.

გარდა ზემოაღნიშნულისა, გვეუბნება თუ არა კიდევ სხვა რამეს ეს ფრაზა „ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები?“ მე მგონია, რომ ამ ფრაზით შოთამ შექმნა ისეთი ყალიბი, რომელიც არაერთი შინაარსით ამოივსება. ამ ფრაზით გვეუბნება თუნდაც იმას, რომ მთავარ გმირთა სახელები განიმარტება როგორც ქართულად, ასევე სპარსულად და ამას აქვს თავისი მნიშვნელობა. მაგალითად: სპარსულში ფუძე „ტარ“ ხშირად ღვთაებრივის, ქრისტიანულის აღმნიშვნელია. თუ ამ სახელს ქართულად გავიაზრებთ, სახელივე მიგვითითებს, რომ ის არის პოემის მთავარი პერსონაჟი, რომელზეც იხვევა მთელი ფაბულა, ამბავი, როგორც ძაფი თითისტარზე და ეს გმირი ელოდება, ვიდრე ძაფი ბოლომდე არ დაიხვევა, ანუ ამბავი არ გასრულდება. ანუ, ტარი ელის ამბავის გასრულებას. აკი შოთა პოემას ასეც ამთავრებს: „გასრულდა იგი ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა.“ „ტარ“, ამავე დროს ნიშნავს ტარებასაც, რაც დამახასიათებელია ამ პერსონაჟისათვის. უფრო ღრმა გააზრებით, შესაძლოა, უფლის ყველგანმყოფობის აღმნიშვნელიც იყოს. აღმოსავლურ ენებში, ხომ „ტარ“ მხსნელსაც ნიშნავს.

სიტყვა სპარსული“, ამავდროულად, მიგვანიშნებს იმ საერთო ლიტერატურულ სივრცეზეც, სადაც წარმოიშვა ფირდოუსის შაჰ-ნამე, რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ თუ ნიზამი განჯელის შედევრები. სიტყვა „ქართული“ კი მიუთითებს იმ განსვავებულობაზე, რომელიც უშუალოდ ამ პოემისთვისაა დამახასიათებელი. მაგალითად: „თურმე „გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი“ და მსგავსი აფორიზმები, ისევე ამკობს სპარსულ პოემას, როგორც ქართულს. თურმე სიშავე ორივეგან ერთნაირად გამოიხატება ყორნის ფრთის საშუალებით, თურმე ვეფხის ტყავით იმოსებიან შაჰ-ნამეს გმირებიც. თურმე, გამარჯვების მისაღწევად, ერთნაირად გადაიცვამენ ვაჭრის ტანსაცმელს ორივე პოემის პერსონაჟები ასე შენიღბულად შევლენ მოწინააღმდეგის ადგილსამყოფელში. თურმე ერთნაირად ეგებებიან გამარჯვებულ სარდალს ქალაქგარეთ მეფეები. თურმე, ღვინო ერთნაირად არის ვაჟკაცობის საზომი ორივე ნაწარმოებში. თურმე ლამაზი კაცები და ქალები ორივეგან არიან ალვისტანები და აქვთ ორი კვირის მთვარის მსგავსი სახე, თვალები _ მელნის, კბილები მარგალიტების.(ნომადი ბართაია. ფირდოუსი და რუსთაველი.)“

დასასრულ ორიოდე სიტყვით შევაჯერებ ჩემს მოსაზრებას: ფრაზაში „ესე ამბავი სპარსული ქართულად ნათარგმანები“, კონტექსტის მიხედვით, „სპარსული“, შესაძლოა, ნიშნავდეს: ამსოფლიურს, არაქრისტიანულს, სპარსულს. „ქართული“, კონტექსტის მიხედვით, შესაძლოა ნიშნავდეს: საღვთოს, ქრისტიანულს, ქართულს. ამავე დროს, „სპარსული“ მიგვანიშნებს საერთო ლიტერატურულ სივრცეზე, რომელშიც იქმნებოდა იმ დროის შედევრები, ხოლო ქართული, უშუალოდ პოემა „ვეფხისტყაოსნის“ განსხვავებულობასა და ორიგინალობაზე.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. თამარ ერისთავი „ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები.“ რედ. ნუგეშა მაყაშვილი. 2010 წ.

2. ზაურ ბიძინაშვილი „სიმართლე რუსთაველისა და თამარ მეფის შესახებ.“ რედ. გიორგი მელუავა 1997 წ.

3. ზვიად გამსახურდია „ვეფხისტყაოსნის“ სახისმეტყველება. რედ. სარგის ცაიშვილი. 1991 წ.

4. „ქართლის ცხოვრება“ საეკლესიო გამომცემლობა „ახალი ივერონის“ 2012 წლის გამოცემა. გვ. 228.

5. გაზეთი „ლიტერატურული მესხეთი.“ 2016 წლის სექტემბრის ნომერი. ნომადი ბართაიას სტატია: „ფირდოუსი და რუსთველი“

  6. სახარება. მათეს ოთხთავი.

  7. ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი „მათეს სახარების განმარტება.“ გამოცემული 2003 წელს, თბილისში. თავი მეცამეტე. 45. 46.  გვ. 117.

8. დაუჯდომლების კრებული. საეკლესიო მაღაზია „იადგარის“ გამოცემა.

ა)უფალ იესო ტკბილის დაუჯდომელი. იკოსი 12. გვ.40.

ბ)ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დაუჯდომელი. იკოსი 5. გვ.53.

გ)წმიდა ნინოს დაუჯდომელი. იკოსი 5. გვ. 249.

9. წმიდა მოციქულის ლუკას დაუჯდომელი. მართლმადიდებლური სერია „ნათელი ქრისტესი“. 1914 წელი.

10. პარაკლისების კრებული. გამომცემლობა „ალილო“. 2013 წელი. სავედრებელი წმიდა მოწამეთა. გვ.143.

11. ზიარების წინა ლოცვანი.

 

 

 

 

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ქრისტესა და ქრისტეს მოწამის ერთგული მსახური წმიდა მოწამე ლუპე
წმიდა მოწამე ლუპე III-IV საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის ერთგული მსახური იყო. იგი დაესწრო თავისი ბატონის მოწამეობრივ აღსასრულს. დიდმოწამე დიმიტრის ბეჭდით, სისხლინი სამოსლითა და წმიდანის სახელით წმიდა ლუპე თესალონიკში მრავალ სასწაულს აღასრულებდა.
დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელი, მირონმდინარე
წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის (+დაახლ. 306) ხსენება აღესრულება 8 ნოემბერს. მისი მშობლები ფარული ქრისტიანები იყვნენ. მამამისს - რომის პროკონსულს თესალონიკში - სახლში ფარული ეკლესია ჰქონდა. ყრმა ამ ტაძარში მონათლეს და მაცხოვრის მცნებების ერთგულებით აღზარდეს. წმიდა მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინეს (306-337) დროს უფლის სათნომყოფლის საფლავზე ტაძარი ააგეს. ასი წლის შემდეგ ძველი საყდრის ადგილას ახალი, დიდებული ტაძრის მშენებლობის დროს მოხდა დიდმოწამის უხრწნელ ნაწილთა აღმოყვანება. VII საუკუნეში წმიდანის ლუსკუმიდან მირონმა იწყო დენა.
gaq