საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

სახალხო პოეზიის რამდენიმე ნიმუში გუბეზეულის ხეობიდან
გიორგი მახობეშვილი
სახალხო პოეზიის რამდენიმე ნიმუში გუბეზეულის ხეობიდან

ზაფხულს არაფერი სჯობს. განსაკუთრებით მაშინ, თუ მოახერხებ და საქართველოს რომელიმე კუთხეს ეწვევი, თუ შეძლებ ჩვენი ქვეყნის თუნდაც ერთი პატარა სოფელი, პატარა ხეობა მოინახულო, ცოტა დაისვენო, მადლიანი ღვინო იგემო და ხალხს ესაუბრო, რომელიც, მიუხედავად რთული ცხოვრებისა, მაინც ოპტიმისტია და ტრადიციულად ლექსების თქმა, მხიარულება უყვარს.

გურია, როგორც საქართველოს ყველა კუთხე, ძალიან ლამაზია. ლამაზია და სტუმართმოყვარე ხალხიც. თანამედროვე ხანა კიდევ და კიდევ უფრო აახლოვებს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებს ერთმანეთთან. მოყვრობას, მისვლა-მოსვლას, სხვადასხვა კუთხისადმი აღფრთოვანება და ახალი, სახალხო პოეზიის ნიმუშების შექმნაც მოსდევს თან. მხიარულობს ხალხი, სოფლის რთულ შრომას ტრადიციულ გართობას უნაცვლებს, როგორც ყოფილა მუდამ საქართველოში და მიჰყვება თავის ცხოვრებას, როგორც გუბაზეული ხეობას.

საქართველოში ლექსის მთქმელს რა გამოლევს, ლექსისთვის გამოთქმის მიზეზიც მრავალია... ხშირად, სახალხო პოეზიის ნიმუშებში ლამაზ მარგალიტებსაც იპოვის კაცი. ყოველ შემთხვევაში, ხალხის გართობას, გამხიარულებას ხელს უწყობს გამომთქმელთა ნაწარმოებები. პატივისცემის ლექსად გამოხატვაც არ გახლავთ პატარა საქმე...
 
გურიას, გუბაზეულის ხეობას სტუმრობდა ქართლელი კაცი, პოეზიის მოყვარული, ხანდახან ლექსებსაც რომ გამოთქვამს და ამგვარად რომ ილამაზებს შრომასა და წუთისოფელს.

ისე აღაფრთოვანა გუბაზეულის ხეობის სილამაზემ, სოფელ ხევის სიკოხტავემ და ხალხის სტუმართმოყვარეობამ, რომ ექსპრომტად სახალხო პოეზიის ნიმუშები შექმნა. ჩვენც ჩავიწერეთ და ხალხურად ქცევას თუ დავიწყებას გადავარჩინეთ...

ქართლელი ამირან მილაძე ამბობს:

მდინარე გუბაზეული
ერთი შეხედვით წყნარია,
ვინც ნახავს ადიდებულსა
აუჭრელდება თვალია.
ისეთ ხმაურით წამოვა,
თითქოს ბობოქრობს ქარია.
ფრინველ-ნადირი გაურბის
ტყეს შეაფარონ თავია.
ხეები წაიქცევიან,
აგორდებიან ქვანია
ისე გადმორბის ლოდებზე,
როგორც აფთარი შავია.
სოფელ ხევს ჩამოუქროლებს,
თითქოს სჭირს მისი ჯავრია.
დატბორავს ბოსტან-ბაღებსა
მისი გიჟმაჟი წყალია,
მერე თითონაც შერცხვება-
თითქოს და პატარძალია:
„რაც ჩავიდინე იცოდეთ,
წვიმის და თოვლის ბრალია“.
დავლოცოთ მისი ხეობა,
მისი მშრომელი ხალხია.
სუყვალა კარგად იყავით,
ბავშვიც, კაციც და ქალია.

მერე მასპინძლობით მოხიბლული, ადესით გულგახსნილი ქართლელი სტუმარი, გურული მასპიმძლების ქებასაც მოჰყვა:

ღმერთო დალოცე რეზოს მარანი,
სტუმრებს პატიჟობს დილითა,
თავადაც კარგად ამყოფოს
შვილით და შვილიშვილითა.
ბარაქა მიეც ჭურებსა,
სავსეებს ცივი ღვინითა,
არ გახმეს მწვანე ხეები -
ფარავენ ფოთლის ჩრდილითა.
აღმართ მიმავალ ბილიკსა,
თითქოს მიყავხარ „ნივითა“
იქ იშლება პურმარილი
ყველით და ხაჭაპურითა.
დაგვსვამს რეზო, გვაქეიფებს,
სიმღერას იტყვის გულითა.
ფხიზელი ვეღარ წამოხვალ,
ვერც ფეხით, ვერცა ტივითა.
სავსე კოპს დაგალევინებს,
დაგაცლევინებს ძალითა.
ან სახლში ვინმე წაგიყვანს
ან იქ გაძღები ძილითა.

ნასიამოვნები გურული მასპინძელი რეზო მამალაძე, თუკი შეატყო, რომ სტუმარი ღვინოს ერიდება, გაეხუმრება ექსპრომტად:

ცეცხლო დაინთი, დაინთი,
ფუტო საფუტარს ადიო.
სტუმარო ჯდომა გეყოფა
ადე და სახლში წადიო...

მერე, რომ არ ეწყინოს სტუმარს, იქვე შეუნაცვლებს:

ცეცხლო დაინთი, დაინთი,
მაღლა ადი კვიმაროო,
„ხაზეიკა“ გეუბნება -
იქეიფე სტუმაროო!

და გრძელდება ქეიფი, გამოაქვთ ყანწები, შავი ადესა და კეცზე გამომცხვარი მჭადი საოცარ არომატს აფრქვევენ. სტუმრები ხათრს ვეღარ უტეხენ მასპინძელს და იცლება ყანწები რიგ-რიგობით...

მერე, საშიში კია ციცაბო ბილიკებზე და გუბაზეულის დაკლაკნილ ხეობის გასწვრივ მიხვეულ-მოხვეულ გზებზე სიარული, მაგრამ მგზავრის ანგელოზისადმი დიდება-თხოვნა ნათქვამია და სტუმრები მშვიდობით მიდიან შინ.

დასასრულ, გურულ ლექსიკას ცოტა განმარტება სჭირდება:

საფუტარი - საკვამური.

კვიმარო - კვამლი, გურულად ფუტი.

„ხაზეიკა“ - დიასახლისი.


http://presa.ge/new/print.php?m=art&AID=7622

2011-08-06 11:47:09

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი რომანოზ საკვირველთმოქმედი (V)
27 ნოემბერს (10 დეკემბერს) აღინიშნება ღირსი რომანოზ საკვირველთმოქმედი (V) ხსენების დღე.
დიდმოწამე იაკობ სპარსი (+421)
27 ნოემბერს (10 დეკემბერს) აღინიშნება დიდმოწამე იაკობ სპარსის (+421)ხსენების დღე.
gaq