|
ირინე ტალიაშვილი - ,,ის იყო მარტო, უფრო მარტო...“ (ირაკლი კოსტავა) ირინე ტალიაშვილი
ამ სტრიქონების ავტორი ირაკლი კოსტავა, დღეს ცოცხალი აღარ არის. ჯერ კიდევ ყმაწვილკაცმა, საკუთარი ნებით თქვა უარი ჩვენს შორის ცხოვრებაზე, ვეღარ გაუძლო სულიერ ტკივილებს, სულიერ ტრაგიზმს, გაგვეცალა და სამუდამოდ გაგვშორდა მარადიულ საუფლოში განსასვენებლად, დაგვტოვა მხოლოდ საიდუმლოებით მოცულ ირეალურ პიროვნებასთან, რომელიც ყოველ წამს შეგვახსენებს ხოლმე თავს, როგორც კი ხელში ავიღებთ ლექსების პატარა კრებულს. ახდა ახალგაზრდა პოეტის წინასწარმეტველება. დრომ მოიტანა და დღეს მის ლექსებს მხლოდ ,,ვიღაც“ კი არა, მთელი საქართველო კითხულობს, კითხულობს სხვადასხვა თაობა. მეც პირველად მომეცა საშუალება ირაკლი კოსტავას ლექსები წამეკითხა და მის სულიერ სამყაროს ჩავწვდომოდი. ამ სულიერი სამყაროდან გამოყოლილი შთაბეჭდილებები ვცადე ჩემს წერილში გამომეხატა.იმ დროს, როდესაც მთელ თბილისს პირზე ეკერა მოულოდნელი სიკვდილი ახალგაზრდა კაცისა, ალბათ უფრო მისახვედრი და ადვილად მისაწვდომი იქნებოდა მიზეზიც ყმაწვილის სულისა, ბორგვა და ფორიაქი ეული ადამიანისა, გრძნეული ტატო ბარათაშვილივით ღამის იდუმალ ხვეულებში რომ იკარგება და მწარედ დასტირის საკუთარ თავს; - ,,ვის შევჩივლო მარტოობა სულისა“... ანუ - ,,სად არის მალამო, წყლულებს რომ გააქრობს, მოდით, მეგობრებო, კარებთან მოგელით“...მეგობრები კი, როგორც ყოველთვის ბედისწერის საზღვარზე იგვიანებენ და მხოლოდ მერე, ტრაგედიისგან გაოგნებულებს, სასოწარკვეთით აღმოხდებათ! - ირაკლი მოკვდა?!დაუჯერებელი, მოულოდნელი ელდა გაფატრავს გულებს, მაგრამ შემრიგებლური სტრიქონი ,,მომღიმარრითმებიანი მეგობრისა“ აწმყოსთან შეარიგებთ და სინანულით გაიმეორებს ცხოვრების ფილოსოფიასთან წილნაყარ ჭაბუკის პოეტურ სიტყვებს:,,მოსევა, შემოსევა და წაგებაყველაფერს გადავიტანთ,სიკვდილის ნაპირთან გემი მოდგებაამასაც ავიტანთ!“რამხელა სიმშვიდე და მიმტევებლური უბრალოებაა ჩაქსოვილი ამ პატარა სტრიქონებში. რა უნდა წაგლიჯოს ცხოვრებას, საკუთარი თავის გარდა. რას უნდა მოელოდეს უსახელო პოეტი თავისუფლების გაუცნობიერებელი სურვილების გარდა, რა უნდა გამოსტყუოს სულს? მან ხომ პატარა უფლისწულის მსგავსად, საკუთარ თავისუფლების კუნძულთან გამოთხოვებაც ვერ მოასწრო... ირგვლიც მხოლოდ მარტოობის ვიწრო ჩარჩოები, ამაოებისთვის მიგდებული სული... ყოველი ფეხის გადადგმაზე რეჟიმი, რეჟიმი... შინ და გარეთ მხოლოდ სიცარიელის მეუფება, დამონებული პიროვნება, დათრგუნვა გულწრფელობისა, ბორკილი სინანულისა, მხოლოდ სიცივე და ახალგაზრდული ვნებათეღელვების დაოკება. როდემდე გასძლებს სული ამ სიცარიელეში, როდემდე აიტანს დამზრალი მიწის უნაყოფობას, ვინ მისცემს შვებას, - ,,ხალხი არა ხართ?, რა დაგიშავეთ, ხომ შეგიძლიათ უჩემოდ იყოთ? დარჩენილ ფერებს ნუ გამიშავებთ, ჭკუის სწავლება აღარ დამიწყოთ“... წამოსცდება ახლობელთა მზრუნველობისაგან გააფთრებულ ყარიბ პოეტს. ეს არის კივილი ზრდადასრულებული, გრძნობამოჭარბებული ახალგაზრდა კაცისა, როლისთვისაც:,,უაზროდ ყოფნა ჯობია გეგმებსაწყობილს ზუსტი საათივით“...,,ცხოვრება მართლა გლეჯა როდია,უცებ გაქრება ათინათივით“...და როდესაც ეს სამდურავი წამოსცდება, გრძნობს, მართლაც როგორ ყირაზე დგას და დამღუპველ უფსკრულში მიექანება მისი ყოფიერების გამზიარებელი ჭრელი სამყარო, საზოგადოება, რომლის გვერდით ის ცხოვრობს და იტანჯება.- ო, ჩემო ბედკრულო ქვეყანავ! - გმინავს ბორკილებში ჩასმული სული ,,თავისუფალი მონისა“: ირგვლივ მხოლოდ ბიუროკრატიული იერარქია, ჩინოვნიკური რეჟიმი იმპერიისა, ადამიანები მფრთხალნი და საკუთარ კეთილდღეობაში ჩაფლულნი... მხოლოდ განცხრომა, ფუფუნება, სტომაქი. ,,სურვილების ასრულება“, ქაოსური ქაოტურობა სულგაყიდული კაენებისა, აღზევება სკმიდან სკამებზე, ხალხი ქედწახრილი, მორჩილი, დაბეჩავებული, სიმაძღრით ავსილი:მკვდარი ქალაქი დაჩოქილი, მიუსაფარისიცოცხლე ორად გაპობილიდა ისევ უბედობა ჩვეული...გაუცხოება,სიბრალული, ცხოვრების გზაზე გადაფენილიშეფერხებული აღტაცებადა სადღაც საბოლოოდ წათრევა...საკვირველია სული ახალგაზრდა კაცისა. მისი შემოქმედება ხანდაზმულობის სამკუთხედშია გავლილი და გამოვლენილი... ცა და დედამიწაა!.. სულის ფრაგმენტია სიცოცხლისუნარიანი, ჭაბუკური ქარტეხილებით მოჯადოებული პოეტურობისა:,,აღარ ელიან ჩემგან არაფერსცხვირწინ მიხევენ ცისფერ ბარათებს...დაგორდა ბავშვობა ჩატეხილ კიბეზეაკორდი ავიღე დაწყვეტილ სიმებზე...“რას ნიშნავს ეს სითამამე, ეს სულმოუსწრაფებელი სიტყვიერება, საიდან მოედინება მგრძნობიარება შემოქმედისა, ნუთუ ,,მართლა მძიმე სენია ლექსები ტანზე გამონაყარი“... ეს ხომ საოცრებაა, არსებულ სინამდვილესთან დაუმორჩილებელი, ,,ტანზე ლექსებგამონაყარი“ ჭეშმარიტი მუზის მსახურისა. საიდან მოდის სინამდვილე? საიდან იღებს სათავეს აზრთა ლაკონური პროპორციები ლექსთა წყობისა, პრიმიტივიზმის მაგიურობა, საიდან იღებს სათავეს იდილიურობა ერაზისა...,,მომღიმარ რითმებიანი“ პოეტი ერთი შეხედვით თითქოს მართლაც ეთამაშება ძველ, ნაცად ბებერ რითმებს, ,,გაკვალული გზა“ ურჩევნია, კლასიკური ლექსის ტრადიციებს მიჰყვება, თითქოს არც ეძებს, მაგრამ მალე თავისით შემოცურდება ახალი რითმი, გაჰკვეთს კალმის წვერს:,,მაგრამ ჯერ მოდის, ჯერაც გზაშია,ჯერ არ მოსულა და მალოდინებს, ცოტაც მოიცათ, ბებია ქალიახალ ღვთისმშობელს მოალოგინებს...“,,ახალი ღვთისმშობლის“ რწმენა და იდეალი განუყოფელია ახალგაზრდა პოეტის შემოქმედებაში. ბავშვური უშუალობა და სილაღე, მომხიბლავი, მაგრამ ერთგვარად მჭმუნვარე, აბსოლუტიზმში გაურკვეველი, შეწუხებული მორწმუნის ღაღადისი გამოსჭვივის სტრიქონებში: ,,არ აშენდება:,,წყლისგან ტაძრები,პატარა გუბე ისევ ივსება“.- ,,წყლისგან ტაძრები“! არარაობისგან არარაობა! უზენაესის შეუცნობელობა, ყმაწვილური გულის რელიგიურ-მისტიკური ფუძესვიანობა იგრძნობა სტრიქონებს შორის...- ,,მგოსნები სულ სხვა ვარსკვლავზე დაბადებული ხალხია, ამ ხელოვნებას მართლაც რომ რაღაც საოცრება სჭირს“... - ამბობს იდუმალებათა მეუფე, ცისფერი ყვავილის მესაიდუმლე ფრანგი პოეტი, ხოლო საქართველოში, ,,სულ სხვა ვარსკვლავზე დაბადებული“ ახალგაზრდა კაცი, კვლავ ელეგიასა და მჭმუნვარებაში ეძებს ,,განკითხვის დღეს“.,,მოდის ულმობელი წუთი,მის იქეთ განკითხვის დღეა,გაწყდება ცხოვრების მრუდი,იქ ჩემი მეორე მეა...ამოშრა ძარღვებში სისხლი, გაფანტა გრიგალმა ნისლიგვამი გადაიქცა მძორად“...,,განკითხვის დღე“!რაოდენ წინასწარმეტყველურია დღევანდელი საქართველოსთვის. სიცოცხლე ერისა გაიყო ორად, ჯერაც გასაფანტ გრიგალსა და ნისლში უკვე მოჩანს გახრწნილი იმპერიის მძორი, მძორი იუდის და კაენისა...,,სინაგოგაში ბრძენმა რაბინმაშეწყვიტა ლოცვადა გაჩნდა ქვეყნად ახალი ღმერთი- იუდას კოცნა!“გვაფრთხილებს ახალგაზრდა პოეტი და უცებ შეშფოთებით, ჰორიზონტს დაყურადებული კაცის სასოწარკვეთით აღმოხდება:,,ქრისტიანებო, დაიხსენითსაფლავი ღმერთის,ურწმუნოთაგან არ დასტოვოთცოცხალი ერთიც!“ეს შემაშფოთებელი მოწოდება, დღეს, გახლეჩილი რელიგიური აღდგინების გზაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საოცრად ზუსტად და ნათლად არის გამოხატული ამჟამინდელი სურათი.პოემა ,,სამოთხეში დაბრუნება“ მხურვალე სუნთქვაა თანამედროვეობისა:,,ნატვრა გამოყვა საუკუნეებს,ეს ოცნებათა თეთრი ქარია,საქანელაზე შავად მორთულიმაგდალინელი იდგა მარია“.იწყება სომბოლური გარდასახვა ცნობიერების ხატისა. ,,შავით მორთული მაგდალინელი“ დამარცხებული სიკეთის ნიშანია. რელიგიურ-სულიერი კრიზისი აპოთეოზს აღწევს. სკეპტიციზმი და უსასოობა ეძალება მარტვილ სულს, მირაჟი ეფინება სამზერს და ამ მირაჟში ისევ შემოიჭრება გუნდი მგალობელთა, ისევ გაიმედიანდება გული, აღივსება ილუზიური ცისფერი ხატის ხილვით:,,ჩამოვა ჩვენთან უფალი ღმერთიცისფერი ხატით,ნეტავ ეს იყოს, არა მირაჟი არამედ ცხადი!“ოცნებობს ჭაბუკის მღელვარე გული, მაგრამ მისი მახვილი თვალი კარგად გრძნობს, რომ ჯერ კიდევ ზეიმობს ქიმერების სამეფო, ჯერ კიდევ ტოტალიტარულ რეჟიმს ებრძოლება სამართლის მუზა, ჯერ კიდევ ფხიზლობს ურჩხული და თეთრი გიორგის წმინდა დროშას შხამიანი ამონასუნთქით ემუქრება... თითქოს ჩაიკეტა სამყარო, საშველი აღარ ჩანს, იწყება კონვულსიური კრუნჩხვები ,,ქვესკნელის დედოფლისა“, სადაც უკვე გამზადებულია ,,კუბო ცისფერი“ და ისმის ჩხავილი ყვავ-ყორნებისა...როცა მფარველ სულს მოწყვეტილ, კაეშნიან პოეტს გაცოფებამდე მიიყვანს ერთფეროვანი დღეების ქრონოლოგიურობა, როცა ხედავს ,,ვიღაც მესამე როგორ იხლეჩავს ვენას ალესილი სამართებლით და სიკვდილს თხოულობს“, გრძნობს, რომ არაფერი აღარ დარჩენია:- თვითმკვლელობა! თვითმკვლელობა! - გონებაარეული იმეორებს და უმწეოდ აწყდება კედლებს...მაგრამ ცოტაც კიდევ... ცოტას კიდევ მოითმენს, ჯერ მამა-ღმერთის ძვირფას ხატებას უნდა შეავლოს თვალი, საკუთარ მზერას მზერა გაუსწოროს... ჯვარცმაა მისი ცხოვრება, მაგრამ არც მამის ხვედრია ნაკლები. - ,,მამა“! - არასოდეს არ ყოფილა ეს სიტყვები ისე მხურვალე და სათუთი, როგორც უკანასკნელ ხანს. ხედვა - ზეციური, თავზე - შარავანდი მოწამისა. აი, ფურცელი, სადაც ათრთოლებული, მკაფიო ხელით არის ჩაწერილი ლექსი მამისადმი მიძღვნილი“,,შავჩოხიანი შეისვენებსმგზავრობის შუა,წამოიძინებს,ამის დრო თუა.გზას გაუდგება ლეგა ცხენზე ამხედრებული,არ შეაშინებს დაბრკოლებაგზად ხვედრებული!..“მკითხველს აკვირვებს დამწყები პოეტის ნიშნობრივი მიგნება, შეფასება, ზუსტი ხატის აღწერა, თვისება ბუნებრივი, შინაგანი ხმის დამაჯერებლობა. იშვიათად თუ ვინმეს რგებია ისეთი მსგავსი ხვედრი მოწამებრივი აღსრულებისა, როგორც მერაბ და ირაკლი კოსტავებს. ერთმანეთში განსხეულება, შერწყმა! ერთის სიკვდილით მეორის ამაღლება და პირიქით: სიცოცხლე სიკვდილში და სიკვდილი სიცოცხლეში, ორივე ღვთის შვილად კურთხეულნი, სიტყვის ანგელოზნი!.. დღეს კავშირი აღდგენილია, დედის კალთა ცრემლით დალტობილი, მაგრამ საოცარი მსგავსებაა დედათა ბედისა! ღვთისმშობლის ხვედრი განზოგადებულია, ერთგვარად დედა განზე დგება და მხოლოდ მამისადმი თაყვანისცემა შეიგრძნობა. დედა საწყისია სიცოცხლისა, მამა საძირკველი, ძლიერება სულისა და ვაჟკაცურობისა. ამიტომაც შემთხვევითი არ არის მელანქოლიურობა ,,ძლიერ სულს“ მოკლებული მგრძნობიარე პოეტისა. ბოლოს კი ყველაფერი ერთბაშად იყრის თავს, უსასოობა, სასოწარკვეთა, ,,დაშლილი ქვები და ფანტაზია“, კალეიდოსკოპივით ტრიალებს განვლილი ცხოვრების სურათები, ხილვები, ზმანებები, იწყება - ,,დაღლილი სულის“ აგონია: ,,თამაში ჰქვია, თორემ ბრძოლაა, პირში ფურთხება ქვების სროლაა“, - გმინავს ოთხკედელს შუა გამომწყვდეული პოეტური სამყაროსათვის ჯერ უცნობი პოეტი, - ,,ვათენებთ, ვაღამებთ, გადიან დღეები, ითვლის კალენდარი... კვირეები, თვეები“... ,,თვალებში შეხედვა მრცხვენია ვირისთვის“, - ქირქილებს დონკიხოტისებური ღიმილით და უცებ ბავშვური თვითდაჯერებით აღმოხდება:,,მე ხომ ლექსად დავიბადე,მერე, რა რომ მალე ვკვდები, ვიღაც მაინც წამიკითხავსდა ეპოქებს გადავწვდები“...ეს უკვე განწირულის წამოძახილია, ამიტომაც იყურება შლეგი, არეული თვალებით, - ნეტავ როგორია თვითმკვლელის სახე? ნეტავ როგორია თვითმკვლელობის ჟამს! - ჩურჩულებს ტუჩებგამშრალი და უცებ:,,ჩუმად, გასროლა გაისმა სადღაც,რაღაცა მოხდა,სადღაცა რბილში შევიდა ტყვია,ვიღაცა მოკვდა!..“წამოიძახებს წამიერი მოლანდებებით თვალდაბურული და მშვიდად დაამატებს:,,ზოგს თვითმკვლელობაჰგონია ვაჟკაცობა,ზოგსაც ლაჩრობა,ზოგს კი საერთოდ სისულელე,ზოგსაც ბავშვობა“.ამ სიტყვების მთქმელის განკითხვა არ შეიძლება. მხოლოდ ლექსის ჭეშმარიტ მსახურს, პოეზიისათვის შეწირულ კაცს შეეძლო საკუთარი თავისთვის განაჩენის გამოტანა... ასეთი განაჩენი მოწიწების და თაყვანისცემის ღირსია. ასეთი ყოფილა ბედისწერა პოეზიისთვის წამებულთა... ვინ იცის, უფრო ადრე რომ ღირსებოდა მის ლექსებს გამოქვეყნება, უფრო ადრე რომ გაეცნო მკითხველისათვის თავი, ეგებ სულიერ კრიზისს გადარჩენილიყო და ცხოვრება შემსუბუქებოდა, ეგებ ჩვენც აღარ დაგვჭირდებოდა ნაგვიანები მონანიება ახალგაზრდა კაცის ნათელი სულის წინაშე. ,,რატომ ვიცინი ნაძალადევად, სად დამეკარგა ბავშვობის ლანდი“-ო, - შემოგვჩიოდა თურმე სიცოცხლეშივე და ჩვენ კი ვერაფრით გავუგეთ. მხოლოდ ახლა, როდესაც ეროვნულმა სულმა გამოიფხიზლა და თავისუფლების სიხარულმა აგვიტაცა, ახლა შეგვიძლია მისი სულის წინაშე მიტევება ვითხოვოთ და ერთმანეთს სინანულით გავუმხილოთ მისივე სტრიქონებით:,,ის იყო მარტო, უფრო მარტო, ვიდრე მისანი“!... ამ ,,მისანმა“ ანდერძად დაგვიტოვა ერთმანეთისადმი სიყვარული და სათნოება, ამ ,,მისანმა“ უნდა შეარიგოს თაობები ერთმანეთთან. 1990 წელი
|
|