საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მართლმადიდებლობა და მონარქია > უფლის მსასოებელი გვირგვინოსნები

მეფის მიმართ ახდენილი წინასწარმეტყველება

ერთ-ერთ ომში, მეფე ვახტანგ გორგასალი თავისი ქართული ლაშქრით, სპარსელ მოკავშირეებთან ერთად იბრძოდა ბიზანტიელთა წინააღმდეგ, მაგრამ დაპირისპირების მიუხედავად, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი, მეომრებს საგანგებოდ მოუწოდებდა ეკლესიების ხელშეუხებლობისაკენ, ათავისუფლებდა ტყვეებს და მეფის ლმობიერებას მინდობილი მრავალი მღვდელი და მონაზონი გამოვიდა სამალავიდან.

მათ შორის იყვნენ მღვდელი პეტრე და სამოელ მონაზონი, რომელთა ღვთისმოსაობამაც მოხიბლა მეფე და სთხოვა მათ, შეფასება მიეცათ მისი შემწნარებლობითი ქმედებისათვის. მათ მადლობა მოახსენეს კეთილი საქციელისათვის, მაგრამ იქვე, უშუალობითა და პირუთვნელობით დასძინეს, რომ არ ეგებოდა ქრისტიანისაგან ურჯულოთა მხარდამხარ ერთმორწმუნეთა რბევა-შევიწროება და სპარსთა თანამზრახველობის წილ ბერძენი კეისრის თანადგომისაკენ უხმეს.

პასუხად ვახტანგმა მიუგო, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევდა რჩევას სათნოდ უფლისათვის, თუკი მათი ლოცვის მეოხებით ღამით საკუთარ თავს იხილავდა კეისრის გვერდით, ურთიერთსიყვარულისა და თანხმობის მიღწევის განზრახვით.

მღვდელმა არ ღირსჰყო თავი უფლისადმი მსგავსი კადნიერების გამოსაჩენად, მაგრამ დაპირდა, რომ მეფის თხოვნას გადასცემდა კლდეთა შორის ანგელოზებრ მცხოვრებ მოწესეებს, რათა მათი ლოცვით აღსრულებულიყო სურვილი მისი.

იმ საღამოს მეფემ ილოცა და დასაძინებლად დაწვა. მირულებაში მყოფ ვახტანგს წმინდა ნინო მოევლინა და უთხრა: „ადექი, მეფეო და კრძალვით მიეგებე - ორი მეფე: ზეცისა და ქვეყნისა - მოდიან შენთან!“ მიიხედა ვახტანგმა და ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს კონსტანტინეს ქალაქში იმყოფებოდა. გაემართა იქით და იხილა ორი ტახტი და მათზე მსხდომარენი - ერთი, საჭურველიანი გვირგვინოსანი ჭაბუკი და მეორე - მოხუცებული, სპეტაკი ზეწრით მოსილი, რომელსაც თავზე გვირგვინი ედგა. მის ფერხთით იჯდა წმინდა ნინო. ვახტანგის მარჯვენა ხელი პეტრე მღვდელს ეჭირა და მარცხენა -სამოელ  მონაზონს. სამოელ მონაზონმა ანიშნა, რომ  მიახლოებოდა და თაყვანი ეცა წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველისათვის და, როდესაც ვახტანგმა თაყვანი სცა, პასუხად წმიდანმა რისხვით მიმართა, მისი ბანაკის სამწყსოს შემუსვრისათვის და ამცნო, რომ ამ ორი ქრისტეს მსახურისა და წმინდა ნინოს მადლობელი უნდა ყოფილიყო - რომელიც ღვთისმშობელთან ერთად მარადის მფარველობდა ქართველობას - რომ ზეციური რისხვით არ იძიებდა შურს მასზე. მერე ამბორისყოფისათვის ხელი გაუწოდა და თითქოს ხელითვე შეეხო ნათლის გვირგვინს; ასეთივე გვირგვინი მისცა ვახტანგს და უთხრა: „დაადგი ეს პეტრეს“. თითქოს პეტრემაც აიღო უფრო მცირე, იმავე გვირგვინისაგან და დაადგა სამოელ მონაზონს. და ეუბნება წმინდა ნინო ვახტანგს: „ახლა მეფესთან მიდი და მიიღე საბოძვარი მისგან“. მეფემ და ვახტანგმა ამბორჰყვეს ერთმანეთი და ხელმწიფემ გვერდზე მოისვა იგი, თავისი ხელიდან მისცა ბეჭედი და უთხრა: „თუ გნებავს, რომ მოგცე გვირგვინი, აღუთქვი მას, ვინც ჩვენს ზევით დგას, რომ იბრძოლებ მის მტრებთან და მიიღე გვირგვინი მისგან“. მიმოიხედა ვახტანგმა და იხილა ჯვარი, „რომელსა ფრთეთა მისთა ზედა აქვნდა გვირგვინი“. ჯვრის ხილვამ შეაძრწუნა და დაადუმა ვახტანგი... მაშინ წამოდგა წმინდა ნინო, გადახედა პეტრესა და სამოელს და მათ სთქვეს ერთხმად: „ჩვენ ვართ თავსმდებნი, ვითარმედ უმეტეს ყოველთასა წარემართოს, ჰოი, ჯვარო უძლეველო!“ აიღო გვირგვინი ჯვარისაგან კეისარმა და დაადგა ვახტანგს თავზე. ამის შემდეგ თითქოს სამი რამ უწინასწარმეტყველა ვახტანგს ეპისკოპოსმა: რომ იქნებოდა სარწმუნოებით აღმატებული ყოველთა თვისტომზე, ააშენებდა ეკლესიებს და განაწესებდა ეპისკოპოსებსა და ეპისკოპოსთა მთავრებს და წამების გვირგვინს მიიღებდა!

იქიდან გამოსული თითქოს სიზმარშივე ეკითხებოდა ვახტანგი პეტრესა და სამოელს, რას ნიშნავდა ეს ჩვენება. „საყდარზე მჯდომი ნათლით მოსილი გვირგინოსანი არის დიდი მოძღვარი გრიგოლ ღვთისმეტყველი და რომ მოგცა მისი გვირგვინიდან, ამით მომანიჭა ეპისკოპოსთა მთავრობა - უპასუხა პეტრემ - და მე რომ მივეცი ჩემი გვირგვინიდან მოყვასს ჩემსას, ნიშნავს, რომ ჩემგან ეღირსება ეპისკოპოსობას. ოქროს გვირგვინით რომ იყო შემკული, იგი არის კეისარი. შენ რომ მოგცა ბეჭედი, ნიშნავს, რომ თავის ასულს მოგცემს ცოლად და საქართველოს მიწა-წყალს, თავის მიერ წართმეულს, დაგვიბრუნებს; გვირგვინი რომ მოგცა ჯვრისაგან, იმის ნიშანია, რომ დიდი ბრძოლები გარდაგხდება ჯვრის შეწევნით, ხოლო, როდესაც სამჯერ მოგმართა ჩვენმა მოძღვარმა, ნიშნავს იმას, რომ სამი ნიჭი გამოითხოვა შენთვის ღმერთისაგან:  შენი მეოხებით განმტკიცდეს ჭეშმარიტება ქართლის კათალიკოსთაგან და ეპისკოპოსთაგან; სძლევდე მტერს შენი აღსასრულის დადგომამდე და ბრძოლაში წამების გვირგვინით აღესრულო და მტრის ხელთ არ ჩავარდე. ყოველივე ეს აღესრულოს შენს დაუძლურებამდე და სიბერემდე“.

გაიღვიძა მეფემ და ჰმადლობდა ღმერთს, რომელმაც ყოველივე გამოუცხადა. უხმო პეტრესა და სამოელს და ჰკითხა: - რა იხილეთ? მათ მიუგეს: „მეფეო, ერთი მარჯვნით და მეორე - მარცხნით ვიყავით, როდესაც შენ ტახტზე მსხდომი კეისრისა და ღვთისგამომეტყველის წინაშე იდექი და დედოფალი ჩვენი ამშვიდებდა შენზე გამძვინვარებულ მოძღვარს და შეავედრებდა შენს თავს“.

მეფე დარწმუნდა, რომ ჭეშმარიტად ღვთივგანცხადებული იყო სიზმარი მისი და უთხრა მათ: „დადუმდით წმინდანნო, რადგან ყოველივე ჩემთან ერთად გიხილავთ“.

მართლაც, წინასწარმეტყველური აღმოჩნდა მეფის სიზმარი - სრული სიზუსტით აუხდა ვახტანგს მომავალში: მტკიცე სარწმუნოებითა და რწმენისათვის თავდადებით იყო გამორჩეული მეფე, რისთვისაც წმინდანთა დასში შერაცხა ქართულმა ეკლესიამ; სწორედ მისი მეფობის ჟამს მიიღო ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია და წამებულის გვირგვინითაც აღესრულა ბრძოლაში გორგასალი!

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აღაპი და მასთან 7 მოწამე
15 (28) მარტს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე აღაპი და მასთან 7 მოწამის (+303) ხსენების დღეს.
22 მარტი - ხსენება წმიდა მოწამე ურპასიანესი (+295)
მაქსიმიანემ ბრძანა, ხეზე მიებათ ურპასიანე და ხარის გამხმარი ძარღვებით ეცემათ. შემდეგ წმიდანი რკინის გალიაში ჩასვეს და ცეცხლი შეუნთეს. წმიდა ურპასიანემ აუტანელი ტკივილები ლოცვით დაითმინა.
gaq