"როცა უფალი ირჩევს ერს ან ადამიანს, მას ასევე განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს.
საუკუნეების
განმავლობაში
ამ
უდიდეს
პასუხისმგებლობას
კისრულობდა
ბაგრატიონთა
გვარი.
და
არც
ისაა
შემთხვევითი,
რომ
ბაგრატიონთა
გვარი
სათავეს
დავით
წინასწარმეტყველისა
და
სოლომონისაგან
იღებს",
- ბრძანებს
სრულიად
საქართველოს
კათოლიკოს
- პატრიარქი
ილია
II.
ღმრთის საიდუმლო განგებულებით დავით მეფსალმუნის შთამომავლები საქართველოში დამკვიდრდნენ
და
ხელმწიფობაც
მათ
ჩაბარდათ.
დავითის
შტოდან
გამოვიდა
მაცხოვარი
ჩვენი
უფალი
იესო
ქრისტე
და
დავითის
შტოდან
მიეცათ
ქართველებს
ხელმწიფე.
ხსოვნა
და
შეგრძნება
იმისა,
რომ
ბაგრატიონნი
თავიანთი
ძირ-ფესვებით
ყველაზე
ახლოს
იდგნენ
უფალთან,
ვიდრე
სხვა
ძლიერნი
ამა
ქვეყნისანი,
მეტ
რწმენასა
და
გამბედაობას
ჰმატებდა
მათ
საქართველოს
მტრებთან
ბრძოლაში.
ამის
დასტურად
გამოდგება
მამაცი
ბაგრატოვანი
მეფე
გიორგი
VII-ის
პასუხი
თემურ
ლენგისადმი:
"დაღაცათუ
სარკინოზ
ხარ
და
ბარბაროს
სჯულითა,
და
არა
უწყი
წინასწარმეტყველთა
მიერ
თქმული,
თუ
ვითარ
იტყვის:
"უფალი
ამპარტავანთა
შემუსრავს,
ხოლო
მდაბალთა
მოსცის
მადლი"
ესე
უწყოდე,
რამეთუ
მე
მეფობისა
შენისა
არა
უმცირეს
ვარ,
არცა
უდარეს.
არა
უწყია,
რამეთუ
ძირთაგან
დავით
წინასწარმეტყველისათა
აღმოცენებული
ვართ
და
მის
გამო
ღმრთისა
მიერ
ცხებით
განეგების
მეფობა
ჩვენ
ბაგრატიონთა
და
ტომნი
ვართ
დავით
მეფისა
და
წინასწარმეტყველისა?
რომლისათვის
ბრძანა
ღმერთმან,
ვითარმედ:
"ერთგზის
ვეფუცე
წმიდასა
ჩემსა
დავითს
და
მე
არა
ვეცრუო
მას,
ნაყოფისაგან
მუცლისა
შენისა
დავსვა
საყდართა
შენთაო".
და
ესე
დავით
იგი
არს,
რომელმან
ერთითა
შურდულითა
მოკლა
გოლიათი
და
შემუსრა
ქედმაღლობა
მისი.
ამისთვისცა
განგებითა
მრავალმოწყალისა
ღმრთისათა
მეფედ
დამკვიდრებულ
ვართ
სრულიად
საქართველოსა
ზედა
და
ესრეთ
განთავისუფლებულ
ვართ,
და
სხუა
მეფე
არა
უფლებულ
არს
ჩუენ
ზედა,
გარნა
მეუფე
იგი
ზეცათა
უფალი
ჩუენი
იესო
ქრისტე".
მეფე
გიორგის
სიტყვებიდან
კარგად
ჩანს,
თუ
რატომ
ეწოდება
ბაგრატიონთა
საგვარეული
გერბს
კვართიან-დავითიანი;
კვართი
უფლისა,
რომელიც
სვეტიცხოველშია
დავანებული,
სიმბოლოა
ქრისტეს
ეკლესიის
ერთიანობისა,
ხოლო
ქნარი
და
შურდული
ბიბლიური
დავითის
ფსალმუნთგალობასა
და
გოლიათის
დამარცხებას
მოგვაგონებს.
ამავე
დროს
"ბაგრატიონთა
გვარეულობა
იყო
განშტოება
ძველი
ქართული
ფარნავაზიანთა
დინასტიისა,
რომელიც
მეფობდა
იბერიაში
ანტიკური
ხანიდან
მოყოლებული,
ვიდრე
საშუალო
საუკუნემდე",
- პ.
ინგოროყვა.
უფლის ნათესავნი და ფარნავაზიან ქართველ მეფეთა ღირსეული შთამომავალნი - აი, ის ორი საკრალური
მახასიათებელი
ქართველ
ბაგრატიონთა,
რამაც
შესაძლოა
საფუძველშივე
განსაზღვრა
მათი
წარმატებულობა
სამეფო
სარბიელზე.
ჩვენამდე
შემორჩენილია
წმ.
მამა
შიო
მღვიმელის
დალოცვა
მეფე
ფარსმანის
დროის
საქართველოსი,
თუმცა
აქ
უფრო
სამეფო
ილოცება.
მე-9
საუკუნის
უდიდესი
მეუდაბნოე
წმ.
მამა
გრიგოლ
ხანძთელი
კი
ამგვარად
ლოცავს
აშოტ
კურაპალატს-
დიდ
სტრატეგს,
შორსმჭვრეტელ
პოლიტიკოსს
და
შემდგომ
მოწამებრივად
აღსრულებულ
პირველ
წმინდანს
ბაგრატიონთა
გვარიდან:
"არა
მოაკლდეს
მთავრობა
შვილთა
შენთა
და
ნათესავთა
მათთა
ქვეყანათა
ამათ
უკუნისამდე
ჟამთა,
არამედ
იყვნენ
იგინი
მტკიცედ
უფროის
კლდეთა
მყართა
და
მთათა
საუკუნეთა
და
დიდებულ
იყვნენ
უკუნისამდე".
გრიგოლ
ხანძთელის
დალოცვაში
უკვე
აშკარად
ჩანს,
რომ
საქართველოს
უკუნითი
უკუნისამდე
აღარ
ეყოლება
სხვა
გვარის
მეფე,
თუ
არა
ბაგრატოვანი.
და მართლაც, ამ დროიდან მოყოლებული, საქართველოს ტახტი მონარქიის გაუქმებამდე ბაგრატიონებს ეპყრათ უწყვეტად
თითქმის
10 საუკუნის
განმავლობაში.
"მტკიცედ
უფროის
კლდეთა
მყართა"
- დღენიადაგ
იდგნენ
ისინი
რწმენის,
მამულის,
ქართველობის
დასაცავად
"ნიკოფსიიდან
დარუბანდამდე".
ხოლო ღირსი თეოდორე სტუდიელი ბრძანებს: "ღმერთმა ქრისტიანებს ორი უმაღლესი ნიჭი მიჰმადლა – მღვდლობა და მეფობა, რომელთა მეშვეობითაც მიწიერი საქმეები იმართება ზეციურის მსგავსად". მათდა სასახელოდ
უნდა
ითქვას,
რომ
ბაგრატიონებმა
ორივე
– სამღვდელო
და
სამეფო
–
სარბიელზე
ღირსეულად
სწიეს
ჭაპანი. ამის ნათელი
დადასტურებაა
ისიც,
რომ
ქართულმა
მართლმადიდებლურმა
ეკლესიამ
12 ბაგრატიონი
შერაცხა
წმინდანად.
მათ
შორის
სამი
მონაზონია,
ხოლო
მონაზონთაგან
ორი
– კათოლიკოს-პატრიარქი.
სამწუხაროდ, 1801 წლიდან, სამეფოს გაუქმებასთან ერთად უფალმა
დაუშვა
საქართველოში
მეფობის
ინსტიტუტის
გაუქმება.
უკანასკნელმა
ბაგრატოვანმა
მონარქმა,
აწ
ქართული
მართლმადიდებლური
ეკლესიის
მიერ
წმინდანად
შერაცხულმა
იმერეთის
მეფე
სოლომონ
II-მ
უცხოობაში
დალია
სული.
ამის
შემდეგაც,
მტრის
გასაოცრად,
მაინც
იმართებოდა
ქართული
სამეფო,
რადგან
ფარულად
ეს
ფუნქცია
ისევ
ბაგრატოვანმა,
ქვეყნისათვის
დამაშვრალმა
კათოლიკოს-პატრიარქმა
და
მეფე
ერეკლეს
ძემ,
ანტონ
II-მ
იტვირთა.
ამის
გამო ისიც
უცხოეთში
– რუსეთში
გადაასახლეს.
ასე რომ, საქართველოს უკანასკნელი (ავტოკეფალიის აღდგენამდე)
მეფე
და
კათოლიკოს
– პატრიარქი,
ორივენი
ბაგრატიონები
იყვნენ.
და ბოლოს: წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, რომ ბოლო ჟამს ძალაუფლება მიეცემათ მართლმადიდებელ ხელმწიფეებს, ბოროტების
გავრცელების
შესაფერხებლად.
გვინდა
მართლმადიდებელ
ხელმწიფეებში
ქართველი
მონარქიც
ვიგულისხმოთ,
რადგან
"ღვთის
სათნომყოფელი
ხალხი
ღირსია
ჰყავდეს
ღვთისგან
კურთხეული
მეფე.
მასალა მოამზადა ნინო ტარყაშვილმა |