საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > ევროპის სამეფო დინასტიები

პრინცესა მარი შანტალი - საბერძნეთის მილიარდელი „კონკია“
georoyal.ge

საბერძნეთის კრონპრინცის მეუღლე, პრინცესა მარი შანტალი, სპარტის ჰერცოგინია დაიბადა 1968 წლის 17 სექტემბერს. იგი არის ამერიკელი მილიარდელის რობერტ უორენ მილერის შვილი.

ბავშვობა მილიარდელის ასულს, რა თქმა უნდა, უზრუნველი ჰქონდა, ფუფუნებაში ცხოვრობდა. თუმცა, ბუნებით აქტიური ადამიანი არ დასჯერდა მამის ქონებით ცხოვრებას და კარგი განათლება მიიღო. იგი სწავლობდა შვეიცარიაში პრესტიჟულ სკოლა-პანსიონში Institut Le Rosey.

1982 წელს გადავიდა პარიზის კოლეჯ Ecole-ში. შემდეგ სწავლა გააგრძლება ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიაში. წერდა საბავშვო წიგნებს და თან ილუსტრაციებს უკეთებდა.

1993 წელს თავის მეგობრებთან წვეულებაზე გაიცნო საბერძნეთის ყოფილი მეფის უფროსი ვაჟი პავლოსი (პავლე). პავლე შემდეგ ამბობდა, რომ ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება: „მე მოვიხიბლე მისი სილამაზითა და ინდივიდუალობით“.

ქორწინების წინ მარი შანტალმა მართლმადიდებლობა აღიარა, სხვანაირად საბერძნეთის სამეფო ოჯახში ვერ შევიდოდა. 1995 წლის 22 მაისს, ნიუ-იორკის წმინდა პავლეს მართლმადიდებლურ ტაძარში ზეთისცხების შემდეგ მარი შანტალს საქმრომ აჩუქა ბრილიანტისა და საფირონის ბეჭედი, რომელსაც გულის ფორმა აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ მარი შანტალი მილიარდელის ქალიშვილია, მაინც „კონკიად“ ითვლება, ვინაიდან სამეფო წარმომავლობის არ არის და პრინცესა გახდა. საბერძნეთში რომ აღდგეს მონარქია,

ის დედოფალი გახდება.

უნდა აღვნიშნოთ, რომ მარი შანტალის ქმრის მამიდა არის ესპანეთის დედოფალი სოფია. ასტურიის პრინცი ფილიპე პავლეს მეჯვარე იყო მათ ქორწილში.

ქორწილი შედგა 1995 წლის 1 ივნისს, ლონდონის წმინდა სოფიას სახელობის მართლმადიდებლურ ტაძარში. ქორწულზე უამრავი სტუმარი ჰყავდათ. პატარძალს ეცვა თავისი საყვარელი მოდელიორის, ბრენდValentino-ს დამაარსებლის,  ვალენტინო გარავანის მიერ შეკერილი კაბა დიდმა კუტიურიემ მარი შანტალს ტანამედროვე გრეის კელი უწოდა.

ქორწინების მერე ლონდონის გარეუბანში, გრინვიჩში დასახლდნენ.

მარი შანტალი განაგრძობს საქმიანობას. თავის ბიზნესს დაამატა საბავშვო ტანსაცმელი და აქსესუარები. 2000 წელს გამოვიდა მისი პირველი, საკმაოდ წარმატებული კოლექცია. მისი ერთ-ერთი კლიენტია მონაკოს პრინცესა კაროლინა და ჰოლივუდის ვარსკვლავი რიზ უიზერსპუნი.

სამეფო წყვილს ხუთი შვილი შეეძინა:  

პრინცესა მარია-ოლიმპია, დაიბადა 1996 წლის 25 ივლისს,

პრინცი კონსტანტინე ალქსიოსი, 1998 წლის 29 ოქტომბერი,

პრინცი აქილევს-ანდრეასი, 2000 წლის 12 აგვისტო,

პრინცი ოდისევს-კიმოსი, 2004 წლის 17 სექტემბერი,

პრინცი არისტიდის-სტავროსი, 2008 წლის 29 ივნისი.

ნიშნობის ბეჭედი

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq