საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

მსოფლიო მონარქიები > ევროპის სამეფო დინასტიები

პალეოლოგოსები

პალეოლოგოსები (ბერძნ. Παλαιολόγοι) — ბიზანტიის იმპერიის უკანასკნელი და ყველაზე ხანგრძლივად მმართველი სამეფო დინასტია. იმპერიას განაგებდნენ 2 საუკუნის განმავლობაში 1261 წლიდან — მიხეილ VIII-ს მიერ კონსტანტინოპოლის ჯვაროსნებისაგან გათავისუფლების მომენტიდან, 1453 წლამდე — ოსმალების მიერ კონსტანტინოპოლის დაცემამდე. დინასტიას ენათესავებიან კანტაკუზენები. პალეოლოგოსების მმართველობის პერიოდს ემთხვევა ბიზანტიის კულტურის უკანასკნელი აღზევება, რომელიც ცნობილია პალელოგოსების აღორძინების სახელით, ამავე დროს მათი მმართველობის პერიოდს დაემთხვა ქვეყნის ტერიტორიის შემცირება და საბოლოოდ დამხობა. პალეოლოგოსები მართავდნენ ბიზანტიის იმპერიას, მორეის დესპოტატს და მონფერატის საგრაფოს. 

 

პალეოლოგოსების წარმოშობის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. არსებობს მოსაზრება, რომ ესაა ბერძნული წარმოშობის დინასტია.

გარდა ამისა არის მოსაზრება რომ პალეოლოგოსები წარმოშობით მცირე აზიიდან არიან. საინტერესოა, რომ მათი სიმბოლო, ორთავიანი არწივი, პირველად დასტურდება სწორედ ამ რეგიონში მდებარე ხეთების სამეფოში .

 

დინასტიის პირველი ცნობილი წევრია ნიკიფორე პალეოლოგოსი. მას ეკავა მესოპოტამიის მმართველის თანამდებობა, რომელიც მიიღო იმპერატორ ნიკიფორე III ბოტანიატეს წინაშე გაწეული დამსახურებისათვის. ნიკიფორე პალეოლოგოსი გარდაიცვალა 1081 წელს ნორმანების მიერ ქალაქ დურესის ალყისას.

ნიკიფორეს შვილი გიორგი პალეოლოგოსი იყო იმპერატორ ალექსი I კომნენოსის აქტიური მომხრე[3], იცავდა ქალაქ დურესს ნორმანების ლიდერ რობერტ გუისკარისაგან. დინასტიის შემდეგი წარმომადგენელი მიხეილი (სავარაუდოდ, გიორგი პალეოლოგოსის შვილი) იბრძოდა სამხრეთ იტალიაში სიცილიის მეფე ვილჰელმ II-ს.

ანდრონიკე პალეოლოგი, სამხედრო მეთაური - იბრძოდა ქვეყნის მტრების ლათინთა იმპერიის, ვენეციისა და გენუის წინააღმდეგ. 1246 წელს ნიკეის იმპერიის მიერ თესალონიკის დაპყრობის შემდეგ, ანდრონიკე დაინიშნა მის მმართველად. მიუხედავად ამისა, თეოდორე II ლასკარისი, პალეოლოგოსებში ხედავდა მისი მმართველობის წინააღმდეგ მიმართულ საფრთხეს[4].

ბიზანტიის იმპერატორები

 

მიხეილ VIII

ანდრონიკე II

მიხეილ IX

ანდრონიკე III

იოანე V

ანდრონიკე IV

იოანე VII

ანდრონიკე V

მანუელ II

იოანე VIII

კონსტანტინე XI

მორეის დესპოტები [რედაქტირება]

თეოდორე I პალეოლოგოსი

თეოდორე II პალეოლოგოსი

დიმიტრი პალეოლოგოსი

თომა პალეოლოგოსი

ანდრეი პალეოლოგოსი

მონფერატის მარკიზები [რედაქტირება]

თეოდორე I

ჯოვანი II

ოტონ III

ჯოვანი III

თეოდორე II

იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]

ბიზანტიის იმპერია

მორეის დესპოტატი

ბიზანტიის იმპერატორების სია

კანტაკუზენები

ანგელოსები

კომნენოსები

მამული, ენა, სარწმუნოება

შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა
114 აგვისტოს აღინიშნება შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა. 1897 წლის ბერძნული ჟამნის ცნობით, კონსტანტინოპოლში უძველესი დროიდან არსებობდა ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება.
წმიდა იოსებ არიმათიელი
31 ივლისს (13 აგვისტოს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა იოსებ არიმათიელის (I) ხსენების დღეს.
gaq