სკოლა-პანსიონში ჩატარდა ლექცია: "მონარქია და მისი მნიშვნელობა" georoyal.ge
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პასნიონი, ხშირად მასპინძლობს ცნობილ ადამიანებს და სკოლა-პანსიონის დირექტორის, დეკანოზ მირიან სამხარაძის ლოცვა-კურთხევით, ხშირად იმართება საინტერესო საუბრები და ლექციები. 3 ოქტომბერს, მოსწავლეებს, რომლებიც სადღეღამისო პანსიონში ცხოვრობენ, სტუმრობდა საქართველოს სამეფო ლიგის ხელმძღვანელი, ბატონი გაიოზ მამალაძე. ბატონმა გაიოზმა წაიკითხა ლექცია თემაზე: „მონარქია და მისი მნიშვნელობა“. საკითხმა მოსწავლეების დაინტერესება გამოიწვია და ლექციის ბოლოს დებატებიც კი გაიმართა. მოგეხსენებათ, მონარქია არის მმართველობის ისეთი ფორმა, როდესაც ძალაუფლება არის ერთი ადამიანის, მეფის ხელში. (ქრ.შ-მდე 2000-800 წწ. საბერძნეთის უმეტეს ქალაქ-სახელმწიფოებს მართავდა მონარქი ანუ მეფე, ბერძნულ დასახლებებს არ მართავენ დედოფლები) თავდაპირველად, მეფეს ირჩევდა ხალხი. მოგვიანებით, მეფეებმა თავისი ძალაუფლების გადაცემა დაიწყეს მემკვიდრეობით უფროს ვაჟზე. საბერძნეთში მეფეებს დიდი ძალაუფლება ჰქონდათ: გამოსცემდნენ კანონებს და იყვნენ მოსამართლეები, ისინი იყენებდნენ ჯარისკაცებს იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელიც არ ეთანხნებოდა კანონებს და არ იხდიდა გადასახადებს. არსებობს მონარქიის ორი ტიპი: კონსტიტუციური მონარქია - რომლის დროს მონარქის ძალაუფლება შეზღუდულია კონსტიტუციით და აბსოლუტური მონარქია - რომლის დროს მონარქი შეუზღუდავ ძალაუფლებას ფლობს. ბატონმა გაიოზმა თავის ლექციაში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოში მონარქიასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე. საღამოს ესწრებოდა და დებატებში მონაწილებდა, სკოლა-პასნიონის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე, საზაოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნანა ანთაძე, პანსიონის კოორდინატორი, ნინო ცეცხლაძე. http://mefetamari.ge/?lang=geo&go=&action=naxva_news&id=584
|