დიმიტრი მეორის შესახებ მონღოლები საოცარ ამბებს ჰყვებოდნენ, თურმე. ორი ასეთი გადმოცემა ჩვენმა უცნობმა ჟამთააღმწერელმა შემოგვინახა. სულ პატარა იყო დიმიტრი უფლისწული, როცა მისი მამა, დავით მეშვიდე ულუ აუჯანყდა მონღოლებს, მაგრამ დამარცხდა და დასავლეთ საქართველოში გადავიდა. ამ დროს მეფე დავითის ცოლი, დედოფალი გვანცა და ყრმა უფლისწული დიმიტრი ტყვედ ჩაიგდეს მონღოლებმა. ერთ დღეს დავით მეფეზე გამწარებულმა ჰულაგუმ დიმიტრი უფლისწულის მოკვლა გადაწყვიტა, მაგრამ ერთ-ერთი ნოინის ცოლმა გადაარჩინა მომავალი თავდადებული მეფე, წაიყვანა და შვილივით ზრდიდა, რადგან უშვილო იყო. მიიხუტა თუ არა პატარა დიმიტრი მკერდზე ნოინის ცოლმა, მადლი გადასულა მასზე, მალე დაფეხმძიმებულა და ვაჟი გაუჩენია. ამის გამო ძალიან დიდ პატივს სცემდა ნოინის ცოლი დედოფალ გვანცას და უფლისწულ დიმიტრის. ჰულაგუ ყაენს არ უნდოდა დავით მეფესთან გამწვავებული ურთიერთობა ჰქონოდა. კი დაამარცხა, მაგრამ ვერც ხელში ჩაიგდო და ვერც დაიმორჩილა. ამიტომ, უბრძანა თავის ვაზირს, გაეგზავნა ელჩი მეფესთან და ფიცით დაემტკიცებინა უვნებლობის გარანტია. დავით ულუმ უფროსი ვაჟი, უფლისწული გიორგიც გააგზავნა ურდოში. მაგრამ, შემდეგ კვლავ დაიძაბა ურთიერთობა მეფესა და ყაენს შორის და კინაღამ სიკვდილით დასაჯეს გიორგი უფლისწული. თუმცა, ყაენს ეყო გონიერება, დაუჯერა თავის ცოლს, რომელმაც უთხრა, ბაგრატიონები წინასწარმეტყველების შთამომავლები არიან, მათი ხელის ხლება არ შეიძლება, გარდა ამისა, თუ შვილს მოუკლავ დავით მეფეს, შენს მტერს, ოქროს ურდოს დაუკავშირდებაო. ყაენმაც დაუთმო დავით ულუს, გადასცა დასასჯელად ჩვენი მეფის მტერი, ხოჯა-აზიზი და ორივე უფლისწული საქართველოში გამოუშვა. საქართველოში დაბრუნებიდან რამდენიმე წლის შემდეგ მუცლის სალმობით გარდაიცვალა უფლისწული გიორგი და დიმიტრი უფლისწული გახდა ტახტის მემკვიდრე. 1270 წელს მეფე დავით VII ულუ გარდაიცვალა. დემეტრე ამ დროს 11 წლის იყო. ობოლ მეფისწულს ტარსაიჭ ორბელი ზრდიდა, მისი დედა, გვანცა დედ
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | ოფალი ურდოში მოკლეს მონღოლებმა. 1271 წელს მონღოლთა საილხანოს ახალმა ყაენმა აბაღამ დემეტრე მეფედ დაამტკიცა. 1281 წელს ყაენმა აბაღამ გადაწყვიტა კვლავ ელაშქრა ეგვიპტელების წინააღმდეგ. მოუწოდა თავის ქვეშევრდომებს, მათ შორის მეფე დიმიტრის. ჟამთააღმწერელი წერს: ამ დროს სულტანი „ფუნდუყადარ მიცვალებულ იყო“ (აქ იგულისხმება აზ-ზაჰირ ბაიბარს ალ-ბუნდუქდარი), და ეგვიპტეს მართავდა ნასირ მელიქი (ნასირ უდ დინ მუჰამედ იბნ ქალაუნ ან-ნასირი, ანუ მუჰამედ I). მონღოლური ჯარის მეთაურად დაინიშნა აბაღას უმცროსი ძმა, მანგუ დემური (მენგუ თემური). მანგუ დემურმა თავისთან გამოიძახა სამცხის მთავარი ბექაც. ამ დროს სამცხე პირდაპი მონღოლების დაქვემდებარებაში იყო და არ ემორჩილებოდა ტფილისის სამეფო კარს. თუმცა, შემდეგ ბექამ თავისი ასული მიათხოვა დიმიტრი მეფეს. მრავალი დღე იარეს და მიადგნენ ქალაქს, რომელსაც ჰრქმევია „დარბუზაკი“ (ალეპო? ან დეირ-ელ-ზორი?). ქალაქის აღებაში დიდი წვლილი შეიტანეს მესხებმა, მონღოლებზე და სხვა ქართველებზე მეტადო, წერს მემატიანე. დიდი საჩუქრებით დაუჯილდოვებია ბექა ჯაყელი და მისი სარდლები მანგუ დემურს. მიადგნენ ქალაქ ჰომს. ეგვიპტის სულტანმა, ქალაუნმა იცოდა მონღოლების გეგმების შესახებ, მომზადებული დახვდა მონღოლთა არმიას და დაიკავა მომგებიანი პოზიცია. დიმიტრი მეფემ, რომელიც ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო („ჯერეთ არა სრულ იყო დღითა ბრძოლათათვის“), 21 წელი არ შესრულებოდა, სთხოვა ყაენის ძმას წინამრძოლად დაგვაყენეო. მანგუ დემურმა, როგორც ჩანს, მარჯვენა ფლანგი (ან მარჯვენა ფლანგის წინა რიგები) ჩააბარა ქართველებს. 1281 წლის 29 ოქტომბერს დაიწყო ბრძოლა, რომელიც ჰომსის მეორე ბრძოლის სახელითაა ცნობილი. შეტევა მონღოლების არმიის მარცხენა ფლანგმა დაიწყო. ქალაუნმა იცოდა ქართველების მხნეობის შესახებ. ამიტომ მათ წინააღმდეგ 12 000 რჩეული მხედარი გადმოისროლა, რომელთაც უცნობი ჟამთააღმწერლის თქმით, სარდლობდა ორი გამოცდილი სარდალი, ყარა-სუნღული (ალბათ, ამირა სუნქურ ალ-აშქარი, რადგან ის ხელ
| მძღვანელობდა მამლუქთა მარჯვენა ფლანგს) და იაყუბ აფრაში („აყუშფარავ“) (შესაძლოა იაყუბ აშრაფი). სასტიკი ბრძოლა იყო, ორივე მხრიდან უამრავი ადამიანი იხოცებოდა. ყარა-სონღული და იაყუბ აფრაში პირდაპირ მეფეზე და ქართველებზე იწევდნენ. მეფე დიმიტრიმ წინა რიგებში განალაგა 2000 ყველაზე გამოცდილი მხედარი. მათგან ყველა მოუკლეს მეფეს, მხოლოდ სამი კაცი გადარჩა. ყარა-სონღულის მიერ ნასროლმა შუბმა ცხენი გამოუკლა დიმიტრი მეფეს. ჩვენი ხელმწიფე ქვეითად აგრძელებდა ბრძოლას. ჩამოქვეითდნენ სხვა ქართველებიც. „სიქანალის ძე, („სიქდურის ძე“) აბაში“ („ჩოგაშვილი“) (აბაშიძე?) მსწრაფლ ჩამოხდა ცხენიდან და დაუთმო მეფეს. ეს რომ დაინახეს სხვა ქართველებმა, თვითანაც ამხედრდნენ თავის ცხენებზე, უკანასკნელი ძალები მოიკრიბეს, შეუტიეს მტერს და გააქციეს ჰომსის კედლებისაკენ ყარა-სონღულისა და იაყუბ აფრაშის ნაწილები. გაეკიდნენ და დაუნდობლად ხოცავდნენ მტერს. ამან პანიკა გამოიწვია ჰომსის მოქალაქეთა შორის, რომლებიც გალავნის კედლებიდან უყურებდნენ ბრძოლას. მამლუქების მარჯვენა ფლანგსაც გაუჭირდა ძალიან, უკვე აგებდნენ ბრძოლას. ეგვიპტის სულტანმა უკან დაახევინა ჯარს, გადააჯგუფა და ახლიდან გადაიყვანა შეტევაზე, მთელი ძალებით, ცენტრისაკენ, სადაც მანგუ დემური იმყოფებოდა. ამ დროს ჩერქეზი მამლუქების მეთაურმა ოზდემირ ალ-ჰაჯიმ აიყოლია 200 ჩერქეზი და გაიჭრა მანგუ დემურის ბანაკისკენ ყვირილით, თითქოს მათ მხარეს გადადიოდა. მონღოლებმა მამლუქები შეუშვეს თავის რიგებში. ოზდემირ ალ-ჰაჯიმ მოითხოვა მანგუ დემურთან მიმიყვანეთ, მნიშვნელოვანი საიდუმლო ინფორმაცია უნდა გადავცე პირადადო. მიიყვანეს ყაენის ძმასთან. მოულოდნელად ჩერქეზი თავს დაესხა მანგუ დემურს და შუბი აძგერა. მონღოლთა უფლისწული მძიმედ დაიჭრა, ჩამოვარდა ცხენიდან და დაცემისგან და ჭრილობისაგან გონება დაკარგა. გარემოცვას ეგონა უფლისწული მოკვდაო. სამეთაურო ბანაკში არეულობა დაიწყო. 200 ჩერქეზი გააფთრებული იბრძოდა, მაგრამ მანგუ დემურის გარემოცვამ მალე ჩახოცა ისინი. თუმცა, მონღოლთა არმიაში პანიკა გავრცელდა, მთავარს
| არდალი მოგვიკლესო. ამ დროს ეგვიპტელების არმია შეტევაზე გადავიდა მოულოდნელად. მანგუ დემური გამოარიდეს ნოინებმა და უკან დაიხიეს უწესრიგოდ. მონღოლთა ნაწილი ალეპოსკენ გარბოდა. რაღა უნდა ექნათ ქართველებს, მათაც უკან დაიხიეს. მდინარე ევფრატის სანაპიროსთან მონღოლთა ერთი ნაწილი ლერწმიანში მოხვდა და ცდილობდა გადასვლას მდინარეზე, მუსულმანებმა ცეცხლი მოუკიდეს ლერწმიანს. ცეცხლმა და კვამლმა ბლომად მონღოლი იმსხვერპლა, ნაწილი მდინარეში ჩაიხრჩო. მეორე ნაწილი მონღოლებისა, 4 000 მეომარი დაიბნა უდაბნოში და უწყლობით დაიღუპა. ბევრი დაიხოცა მონღოლთა არმიიდან, მათ შორის მრავალი ქართველი გაწყდა ბრძოლაში ან უკანდახევისას. მეფე და ნაწილი ქართველებისა უვნებლად გადარჩა. ეგვიპტელებმაც დიდი ზარალი ნახეს, გამარჯვებულები კი აღმოჩნდნენ, მაგრამ დევნა ვერ შეძლეს. აბაღა ყაენი სულმოუთქმელად ელოდა ინფორმაციას თავის არმიის ლაშქრობის შესახებ. ერთხელაც, ნადირობისას ვიღაც ჰომსში ნაომარ მელექსე თათარს გადაეყარა. აბაღამ გამოჰკითხა ომის შესახებ. მეომარმა მონღოლურ ენაზე ლექსად უამბო მონღოლთა სარდლებზე - ალიყანის შესახებ თქვა - „როგორც მაღლიდან მომქროლავი შევარდენი, ისე უტევდაო“, მანგუ დემური ვერძს მიამსგავსა, სირმონის შვილი ებაგანი მხტომელ ვეფხვს, იასბუღა მოზვერს, ბუღა კამბეჩს, თაგუნი დედალ თხას“. მონღოლს ქართველთა მეფის შესახებ უთქვამს მათ ენაზე: „თენგრი მეთუ ქაურქურბა, ბუღარ მეთუ ბუირლაჯი“, რაც ნიშნავს - „როგორც ღმერთი გრგვინავდა, როგორც აქლემი ბუღრაობდაო“. როცა ქართველები დაბრუნდნენ აბაღასთან, ყაენმა დიდი პატივი სცა მეფეს, მის მეომრებს და გამოუშვა შინ. მომავალ წელსაც უნდოდა ჯარის გაგზავნა ეგვიპტელებთან საომრად აბაღას, მაგრამ მიყენებული ჭრილობების გამო გარდაიცვალა მისი ძმა, მანგუ დემური, მალე კი თვითონ ყაენიც. |