საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

ღორის ხორცით ქეიფი სულტნის სასახლეში
გაიოზ მამალაძე

ბრძნული და ღვთისნიერი ქმედებებით თამარ მეფემ შიდაქართული დაპირისპირებები ჩააცხრო და ერთ მუშტად შეკრა ქართველობა. ამან მთელი ქართული სამხედრო რესურსი საქართველოს იმპერიის გავლენის გავრცელებისკენ მიმართა. ქართველებმა შეუტიეს მეზობელ სახელმწიფოებს, ყველგან იცავდნენ ქრისტიანთა უფლებებს. ალაფით აივსო ქართველთა მხედრობა, ხოლო საქართველოს მტრები, მაჰმადიანების მესვეურები, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ.

მუსულმანთა ხელმძღვანელები შეიკრიბნენ, შეიღებეს ტანსაცმელი და პირი შავად, მივიდნენ მაჰმადიანთა სულიერ ლიდერთან - ხალიფასთან და  დახმარება სთხოვეს. მან გახსნა თავისი საგანძური, იდუმალად გააგზავნა შიკრიკები ყველა მაჰმადიანურ სამფლობელოში და ბრძანება გასცა, ვინც არ წამოვიდოდა საქართველოს წინააღმდეგ საომრად, თავად მისი ქვეყანა აეოხრებინათ.

ამ დროისთვის ირანის აზერბაიჯანის (ძველი აზერბაიჯანის) ადარბადაგანის გასულტნებული ათაბაგი ყიზილ-არსლანი გარდაცვალებული იყო უძეოდ. მემკვიდრეობით მისი სამფლობელო ერგოთ მისი ძმის, ფეჰლევანდის („ფალავანდის“) შვილებს. უფროსმა ხუტლუ ინანჩიმ საკუთრებად მიიღო ტერიტორია ერაყიდან ხორასნამდე; აბუბექრმა („ამირ-ბუბაქარმა“) ადარბადაგანი სომხეთამდე; ამირ-მირმანმა -  არანი კასპიის ზღვიდან გელაქუნის (სევანის) ზღვამდე. ძმებს შორის პირველობისთვის ომი გაჩაღდა. აბუ ბექრმა უფროსი ძმა, ხუტლუ ინანჩი დაამარცხა, გააქცია და თვითონ დაჯდა ათაბაგად. ამირ-მირმანი კი საქართველოს ვასალის, შარვან-შაჰის სიძე გახდა. აბუ ბექრი „ბელაყნის კარს“ სიძე-სიმამარს თავს დაესხა და გააქცია. შირვან შაჰს სტიქიური უბედურებაც დაატყდა თავს. მიწისძვრამ დაანგრია შირვანის დედაქალაქი შამახია. შარვანშას ცოლი და შვილები დაიღუპნენ.

გაუბედურებულ შირვან შაჰს, აღსართანს (ახსითან I), როგორც ქვეყნაზე პასუხისმგებელს, აბუბექრისგან ქვეყნის აოხრების საშიშროება მაინც ადარდებდა. მან წერილი მოსწერა თავის სუზერენებს - თამარს და დავითს და შველა სთხოვა.

საქართველო ვალდებული იყო დახმარებოდა ყმადნაფიცს. თამარ მეფემ ბრძანება გასცა ლაშქრის შეკრებისა. ოქროჭედილ ტახტზე დასხდნენ თამარი, დავითი და ძე მათი გიორგი-ლაშა. ტფილისში დიდის პატივით მიიღეს აღსართანი, ამირ-მირმანი და მათი თანმხლებნი. მერე გამოვიდნენ ტფილისიდან აღლუმზე და მეფეს და დიდებულებს მიეგებნენ საქართველოს სამსახურში მყოფი ოსები და ყივჩაღები. მაშინ ყივჩაღთა მეფის, სევინჯის ძმა - სავალათი საქართველოს სამხედრო სამსახურში იყო. საქართველო ქირაობდა ხოლმე ყივჩაღებს, ოსებს და სხვებს „როქის სპად“. სტუმრებს მიეგება ქართული არმიაც - მესხნი და თორელნი, შავშ-კლარჯ-ტაოელნი, აფხაზები, სვანები, მეგრელები, გურულები, რაჭველები, თაკვერელნი და მარგველნი, იქვე იყვნენ სომეხთა რაზმებიც.

სტუმრებისთვის პურობა გაიმართა,

შემდეგ ნადიმი. თამარ მეფის ნატიფმა, დახვეწილმა ქცევამ და სილამაზემ, ქართული სამხედრო ძალის დემონსტრირებამ აღაფრთოვანა დახმარების სათხოვნელად მოსულნი და გამარჯვების იმედი მისცა.

 სტუმრების საპატივცემულოდ მთელი კვირის განმავლობაში ნადირობდნენ, პოეტები გამოთქვამდნენ ლექსებს, მუშაითები უკრავდნენ და მღეროდნენ, იმართებოდა ბურთაობა.

ამირ-მირმანი და მისი ამალა ერაყში, ერანსა და ადარბადაგანში საუკეთესო მობურთალებად ითვლებოდნენ. დავით სოსლანი თავისი მოყმეებით გაეჯიბრა მათ. თამარ მეფეც დაესწრო თამაშს. ქართველებმა მსწრაფლ ძლიეს ბურთაობაში სტუმრებს.

საქართველოს სამეფო კარი ამასობაში საომრად ემზადებოდა. ათი დღის განმავლობაში შეიკრიბა ქართული არმია.

წმიდა მეფემ საქართველოს ყველა მონასტერსა და ეკლესიას შეუთვალა დღე და ღამ შეუწყვეტლად ელოცათ. გასცა უამრავი მოწყალება გლახაკთათვის.

შეკრებილ ლაშქარს მეფეთა მეფემ მიმართა: „ძმანო ჩემნო, ყოვლად ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქვენნი სიმრავლისა მათისათვის და სიმცირისა თქვენისა, რამეთუ ღმერთი ჩვენ თანა არს...“

წმიდა დედოფალმა დალოცა ჯარი და შეავედრა ღმერთს, წარუძღვანა ძელი ცხოვრებისა. თვითონ ფეხთ გაიხადა და ფეხშიშველი ავიდა მეტეხის ტაძარში. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე დაუცხრომლად ლოცულობდა და ცრემლით ევედრებოდა ღმერთს ქრისტიანთა გამარჯვებას.

დავით სოსლანმა წაიძღვანა ძელი ცხოვრებისა და სვიანი დროშა „გორგასლიან-ბაგრატოანური“.

ქართული ჯარი, რომელსაც თავი მოეყარა მტკვრის, ალგეთის, ქციისა და ქურდვაჭრის (ქციის შენაკადი მდინარე დებედა) ხეობებში, დაიძრა შამქორისკენ.

ამასობაში აბუბექრი თავისი მრავალრიცხოვანი ლაშქრით ქალაქ შამქორში და მის მიდამოებში გამაგრდა. მზვერავებმა დავით სოსლანს ამბავი მიუტანეს მტრის ჯარის მრავალრიცხოვნობის შესახებ.

მეფე დავითი მტრის რიცხვმრავლობას არ შეუშინდა, პირიქით, მსწრაფლ მოქმედებაზე გადავიდა. ჯარი ორად გაყო. ერთ, უფრო მრავალრიცხოვან ნაწილს თავად უთავა, მარჯვნივ შემოუარა შამქორს, გადალახა შამქორ-ჩაის მდინარე, რათა შამქორისთვის ზურგიდან დაერტყა, ჩაეკეტა შამქორისა და განძის გზები.

ასეთი მანევრი მტერს დააბნევდა, რომელიც იმდენად მინდობილი იყო თავის მრავალრიცხოვნობას, შამქორის ციხესიმაგრის სიძლიერესა და მასთან მისასვლელი ხევის გაუვალობას, რომ დაეტოვებინა განძისა და არანის გამაგრებული ადგილები. შამქორ-ჩაის გარდა, მოწინააღმდეგე გამაგრებული იყო მტკვარში ჩამავალი მდინარეების კოშკა-ჩაისა და განჯა-ჩაის ხეობებში.

ქართველთა მეწინავე რაზმი ჩამოხტა ცხენებიდან. თაყვანი სცეს ღმერთს და მტერს ეკვეთნენ.

მეწინავე, მარჯვენა ფრთის სამოქმედო არეალი ვიწრო იყო, მხოლოდ წინა რიგები თუ ებრძოდნენ ერთმ

ანეთს. დავით მეფის რაზმს ცუდი გზის გამო მანევრი შეუყოვნდა. მეწინავე ქართველებს ცხენები გამოუკლეს, ის იყო გაუჭირდათ ამ ნაწილებს, რომ გამოჩნდა დროშა გორგასლიანი, რაც მეფის მოახლოვებას ნიშნავდა.

მეფის მოსვლამდის უძლებდა ათაბაგის ჯარი. მაგრამ რა იხილეს სოსლანი, თავზარი დაეცათ მაჰმადიანებს.

ქართველთა ჯარმა არ მისცა მუსულმანებს მანევრირების საშუალება. მდევარმა ერთ მხრივ განძის მხრისკენ, მეორე მხრივ გელაქუნისკენ მოუჭრა გზა მაჰმადიანებს.

მემატიანის თქმით, ქართველები ქათმებივით იპყრობდნენ დამარცხებულ მტრებს - დიდ ამირებს და დიდებულებს ბაღდადიდან, მოსულიდან, ერაყიდან, ადარბადაგანიდან... და წვერებით მიათრევდნენ დავით მეფის წინაშე. თავად აბუბექრ ათაბაგი შეშინებული გაიქცა.

სწორუპოვარმა გმირმა, შალვა ახალციხელმა ხალიფას დროშა წაართვა მუსულმანებს. მტრის დევნისგან მობრუნებულ მეფე დავითს შეეგება ანტონ მწიგნობართუხუცესი - ჭყონდიდელი, რომელმაც მართალია ბრძოლაში ხმალი არ ამოიღო, რადგან ბერი იყო, მაგრამ სამი ყრმა მსახურის მეშვეობით ხელთ ჩაიგდო სამასი ჯორი და აქლემი.

დავით მეფესთან გამოცხადდნენ შარვანშა და ამირმირმან, ასევე ქართველი სარდლები, ჩამოხტნენ ცხენებიდან და თაყვანი სცეს ქართველ ხელმწიფეს. აღმართეს სამლოცველოები და ადიდებდნენ უფალს.

ეს მოხდა 1195 წლის 1 ივნისს. მეორე დღეს, დილით შამქორელებმა მეფეს მიართვეს ქალაქის კლიტენი. დავით სოსლანმა შამქორი ამირმირმანს უბოძა. თვითონ გაემართა განძას. გამოეგებნენ დიდებულები, დიდვაჭარნი, ყადი და მოლები. დაეცნენ მიწაზე და ცრემლით შეავედრეს თავი და ცოლ-შვილი. გაუღეს მეფეს ქალაქის კარი, დაუფინეს სტავრა და დიდი პატივით გაუძღვნენ სულტნის სასახლემდის.

შეიყვანეს მეფე დავითი სულტანის სასახლეში და სულტნის ტახტზე დასვეს. შეიქმნა დარბაზობა. იჯდა დავით მეფე-სულტანი ტახტზე - ათაბაგის ძე, შარვან შაჰი და სხვა ყმები, ძველი და ახალი ქვეშევრდომები, ეთაყვანებოდნენ.

დავით მეფეს სულტნის შესაბამისი საზეიმი თაყვანისცემა გაუმართეს დოლებისა და ლიტავრების კვრით და მაჰმადიანების წესის საწინააღმდეგოდ ქართველებმა ღორის ხორცითა და ღვინით კარგად იქეიფეს.

ტფილისში დაბრუნებუნების შემდეგ, თამარ მეფისა და მოქალაქეებისთვის საჩვენებლად ზაქარია და ივანე მხარგრძელებმა ტყვეები და ალაფი ქალაქგარეთ გამოფინეს. დიდუბის ველზე ავჭალამდე და გლდანის ხევამდე დააყენეს ტყვე ამირები საკუთარი დროშებით, პირველ რიგში ხალიფას დროშა, რომელიც შალვა ახალციხელმა თამარს მიუძღვნა, მერე ათაბაგის დროშა, მერე ტყვეები, თორმეტი ათასი კაცი, ორმოცი ავაზა, ოცი ათასი ცხენი, შვიდი ათასი ჯორი, თხუთმეტი ათასი აქლემი. ხოლო ოქრო, ვერცხლი, ჭურჭელი, ლარი და სხვა ალაფი იმდენი იყო, რომ დაიღლებოდა კაცი დათვალიერებით.

მამული, ენა, სარწმუნოება

წამებული ქრისტეს სასძლოები – კალერია (ვალერია), კვირიაკია და მარიამი, პალესტინის კესარიაში წამებულნი (IV)
20 ივნისს არის ხსენება წმიდა მოწამეთა: კალერიასი, კვირიაკიასი და მარიამისა, რომელნიც პალესტინის კესარიაში ეწამნენ. წმიდა მოწამენი პალესტინის კესარიაში ცხოვრობდნენ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს. ქრისტეს სწავლებასთან ზიარებისა და ნათლისღების შემდეგ ისინი განმარტოებულ ადგილას დასახლდნენ და ლოცვაში ატარებდნენ დღეებს.
წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი, სხვა იუსტინე და მათ თანა: ხარიტონი, ეველპიტე, იერაქსე, პეონი, ვალერიანე, იუსტი და ხარიტა (+166) - ხსენება 14 ივნისს
წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი წარმართი ბერძნის ოჯახში დაიბადა. სამარიის უძველეს ქალაქ სიქემაში ეზიარა ის ბერძნულ ფილოსოფიასა და სხვადასხვა მეცნიერებას. ერთხელ, ქალაქის გარეუბანში სეირნობისას, დაფიქრებულ იუსტინეს შეხვდა ბერი, რომელმაც ხანგრძლივი საუბრის დროს ქრისტიანული მოძღვრების არსი განუმარტა და ურჩია, ყველა მტანჯველ კითხვაზე პასუხი წმიდა წერილში ეძებნა. „მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, - თქვა ბერმა, - გულმოდგინედ ევედრე უფალს, რომ განგინათლოს გონება. არავის ძალუძს ჭეშმარიტების შეცნობა, თუ იგი არ განაბრძნო უფალმა, რომელიც უხვად მიმადლებს ყოველთვის რწმენითა და სიყვარულით მვედრებლებს“. 30 წლის იყო იუსტინე, როცა მოინათლა და, ამ დროიდან მოყოლებული, მთელ თავის ნიჭსა და ცოდნას წარმართთა შორის ქრისტეს სწავლების გავრცელებას ახმარდა. „ვისაც შეუძლია ჭეშმარიტება ამცნოს სხვას, და ამას არ აკეთებს, მოეკითხება უფლისაგან“, - წერდა ის.
gaq