საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო ნაშრომები

არდაველის სულტნის დასჯა 12 000 სომხის დახოცვისათვის
გაიოზ მამალაძე

დაახლოებით 1205 წელს გარდაიცვალა მეფე დავით სოსლანი ბაგრატიონი, მეუღლე მეფეთ–მეფისა და დედოფალთ–დედოფლისა თამარისი. კაცი სავსე ყოველი სიკეთითა, სწორუპოვარი მხედართმთავარი.

ქვეყანა გლოვობდა.

თამარ მეფე ბრძანდებოდა გეგუთში, აღდგომის დიდმარხვა იყო. მხარგრძელები, ამირსპასალარი ზაქარია და მსახურთუხუცესი ივანე, წარმოშობით, ალბათ, ქურთნი სომხეთიდან, გეგუთში იყვნენ თამარ მეფის სასახლეში.

ეს შეიტყო არდაველის (არდებილის) სულტანმა და გადაწყვიტა ესარგებლა და ბოროტი ჩაედინა ქრისტიანების წინააღმდეგ. შეკრიბა ჯარი და წარმოემართა სომეხთა ყოფილ დედაქალაქ ანისისაკენ.

ქალაქი არდაველი (არდებილი) მდებარეობს კასპიის ზღვასთან დაახლოებით 70 კილომეტრში, მის ოდნავ სამხრეთ–აღმოსავლეთით, დღევანდელი ირანის ჩრდილო–დასავლეთში. ეს უძველესი ქალაქი სასანიდების ეპოქიდან მარზპანის (ირანის შაჰის რეგიონების მმართველის) საჯდომი გახლდათ. მაჰმადიანობის გავრცელების დროს ირანის ერთ–ერთი უდიდესი ქალაქი იყო. შემდეგ სახალიფოს ერთ–ერთი პროვინციის ცენტრი. თურქ–სელჩუკების მიერ ირანის დაკავებისა და მერე სელჩუკთა დასუსტების ხანაში თავის დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდა. მასზე გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა.

ძველი სომხური ქალაქ ანისის ნანგრევები ახლა თურქეთის ტერიტორიაზეა. ის იყო სომხეთის ერთ–ერთი ძველი დედაქალაქი, შირაკის სომხური სამეფოს ცენტრი. X-XI საუკუნეებში ქალაქ ანისში იყო სომეხთა საკათალოკოსო კათედრაც.

1045 წელს ბიზანტიამ გააუქმა შირაკის სამეფო. მერე, 1064 წელს თურქ–სელჩუკებმა დაიკავეს და მალე ქურთული წარმოშობის მაჰმადიან საგვარეულოს, შედადიანებს მიჰყიდეს, „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით მანუჩეს, აბულასვარის ძეს. სომხებმა დავით აღმაშენებელს სთხოვეს გაეთავისუფლებინა და საქართველოსთვის შეერთებინა ანისის სამეფოს ტერიტორია, რაც დიდი სიხარულით აღასრულა კიდევ ჩვენმა სასიქადულო მეფემ, 1124 წელს. თამარის დროს, 1199 წლიდან, ანისი უნი

ტარული საქართველოს შემადგენლობაში შემოდიოდა. 

ანისი დიდი, მრავალრიცხოვანი და სახელგანთქმული ქალაქი იყო. იქ ცხოვრობდნენ მონოფიზიტი და ქალკედონიტი სომხები, სხვა ეროვნების ადამიანები, ასევე ქართველები. ქართულ ეკლესიას ამის გამო ანისში დაარსებული ჰქონდა ანისის დიდი სამიტროპოლიტო იქაური ქართველებისა და მართლმადიდებელი სომხებისათვის.

ქალკედონიტი, ანუ მართლმადიდებელი სომხები ადრეც არსებობდნენ. დიდი საქართველოს დროს კი მათმა რიცხვმა იმატა. ჩვენ ვიცით, რომ მხარგრძელები, ზაქარიას გარდა, თამარის დროს მართლმადიდებლურად მოინათლნენ.

თამარ მეფის ზეობის ხანაში დიპლომატიური მიდგომა იყო შემუშავებული საქართველოს სახელმწიფოში შემომავალი არაქართული ქვეყნებისადმი, ამიტომ სომხური პროვინციები ზაქარია და ივანე მხარგრძელებს ჰქონდათ ჩაბარებული, როგორც სომხურ–გრეგორიანული წარმოშობის ადამიანებს.

მხარგრძელებმა ააღორძინეს ქალაქი ანისი, ასევე კიდევ ერთი უძველესი სომხური დედაქალაქი დვინი, და საერთოდ ის სომხური მიწები, რომლებიც შემოდიოდა საქართველოს სახელმწიფოში.

ქართული სამხედრო ნაწილების ანისში არყოფნით გულმოცემული არდაველის სულთანი ჩუმად გამოემართა ანისისკენ მდინარე რახსის (არაქსის) გაყოლებით, გზად არც ერთ დასახლებულ პუნქტს არ გაეკარა, უგრძნეულად მიადგა ანისს და ღამით ჩუმად დაიბანაკა ქალაქთან ახლოს.

დილას, როდესაც გათენდა, ძელსა კრეს და გააღეს ქალაქის კარიბჭეები, მოულოდნელად შეიჭრნენ ანისში მაჰმადიანები. ქრისტიანთა უმრავლესობა ეკლესიებში იყო. თავდამსხმელები უბრალო მოქალაქეების ხოცვა–ჟლეტას შეუდგნენ. ზოგიერთმა მოასწრო და ციხეში და სხვადასხვა ნაგებობაში გამაგრდა. ზოგი გამოქვაბულებს შეეფარა, რომლებიც კლდეებით შემოსაზღვრულ ანისთან იყო.

12 000 ქრისტიანი მარტო ეკლესიებში ამოხოცეს სპარსელებმა. ქალაქის ქუჩებში და უბნებშიც საკმაოდ ბევრი მოკლეს. მხოლოდ ისინი გადარჩნენ, ვინც გამოქვაბულებსა და ციხე–დარბაზებს

შეაფარა თავი.

მოაოხრეს ქალაქი და დიდი ნაალაფარით დაბრუნდნენ არდაველში სასტიკი და უგუნური სულტანი და მისი ჯარისკაცები...

...მაგრამ არ იცოდნენ რა ელოდათ...

ანისის მოოხრების ამბავი აღდგომის შემდგომ კვირას აცნობეს თამარ მეფეს და მის ვაზირებს. ქართულ–კავკასიური სახელმწიფო გლოვამ მოიცვა.

ეს არა მარტო გაუგონარი სიმხეცე იყო, არამედ უდიდესი შეურაცხყოფა ქართული სახელმწიფოსთვის, რომელშიც შემოდიოდა სომხური თემები. სომხები საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. ანისელი ქრისტიანების დიდი ნაწილი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი. საქართველო არა მარტო თავისი მოქალაქეების მშვიდობიანი ცხოვრებისთვის იყო მოწოდებული, არამედ მთელ კავკასია–წინა აზიის რეგიონში მშვიდობიანობის გარანტად გამოდიოდა და იცავდა რელიგიათა და ეროვნებათა შორის მშვიდობიანობას.

ამის პატიება არაფრისდიდებით არ შეიძლებოდა. არდაველის სულტანი და სასულთნო სამაგალითოდ უნდა დასჯილიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, არა მარტო რეგიონში, არამედ მთელ იმდროინდელ მსოფლიოში საქართველოს ძლევამოსილი სახელმწიფოს პრესტიჟი შეილახებოდა.

ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს მზადება შურისძიებისათვის.

მხარგრძელები გაემგზავრნენ ანისს და დაიწყეს სამხედრო ლაშქრობისათვის სამზადისი, თუმცა ფარულად. თამარ მეფემ კი საიდუმლოდ ბრძანება გასცა და შეიკრიბა მცირერიცხოვანი, მაგრამ მობილური ჯარი. მესხები, თორელები, თმოგველები, ჰერ–კახნი და სომეხნი გაემართნენ არდაველისკენ. სულტნისთვის თვალის ასახვევად ქართლელების სამხედრო ნაწილები არ წაიყვანეს, რათა არდაველელებს ინფორმაცია არ მისვლოდა ჯარის გადაადგილების შესახებ.

შეიკრიბნენ ანისში და გაემართნენ არდაველისკენ. გავლეს გელაქუნის ოლქი, „სწრაფი სვლით ჩავლეს ისპიანი, გავიდეს ხუაფრიდის ჴიდსა“ და მიადგნენ არდაველს უხმაუროდ. ეს ქალაქი მთებშია გაშენებული და კარგად იყო გამაგრებული.

დროც სპეციალურად შეარჩიეს, დიდი დღ

ესასწაული იყო მაჰმადინებისა, რამადანი – „აიდი განთენდებოდა“. დილაადრიანად მოლებმა უხმებს მაჰმადიანებს მეჩეთებში... მოულოდნელად მათ თავს დაესხა ქართული ჯარი და უომრად ხელთ იგდო ქალაქი. თვით სულტანი, მისი ცოლ–შვილი ტყვედ აიყვანეს შურისაძიებლად მისულმა ქრისტიანებმა.

უამრავი ალაფი ჩაიგდეს ხელთ ქართველებმა, არდაველელების ცხენებს, აქლემებს და ჯორებს აჰკიდეს მათივე ქონება და წამოიღეს საქართველოში.

არდაველის სულტანი სიკვდილით დასაჯეს მხარგრძელებმა. მისი ცოლ–შვილი ტყვედ წამოიყვანეს. 12 000 კაცი მეჩეთებში დახოცეს, როგორც არდაველებმა ჩაიდინეს ანისის ეკლესიებში. სხვები ან ტყვედ წამოასხეს.

მართალია, არდაველელებმა დიდი დანაშაული ჩაიდინეს ანისში. ასეთი დანაშაული  სასტიკად ისჯებოდა მაშინდელ აღმოსავლეთში, მაგრამ ქართული ჯარის არდაველის ლაშქრობის მეთაურების, მხარგრძელების მიერ ანალოგიური ქმედება გაუმართლებელია, არაქრისტიანული და პოლიტიკურად წამგებიანიც იყო, რამაც მერე, ჯალალედინის დროს, იჩინა თავი. ვფიქრობ, საკმარისი იქნებოდა არდაველის სულტნის, მეთაურებისა და ჯარის განადგურება. თუმცა, ამ გადასახედიდან იმ დროინდელი მოვლენების ახსნა ძნელია. თურქებიც, სპარსებიც, ბიზანტიელებიც მსგავსად მოიქცეოდნენ, ალბათ, უფრო სასტიკადაც. უაღრესად სასტიკად მოიქცნენ შემდგომში მონღოლები, რომლებმაც ხორეზმელების მიერ მონღოლთა ვაჭრების დახოცვის გამო, ფაქტობრივად, გენოციდი მოუწყვეს ხორეზმის ქალაქებს.

ასე ძლევამოსილები დაბრუნდნენ ანისში. იქიდან გამოემართნენ თამარ დედოფალთან, რომელიც ამ დროს კოლაში ისვენებდა.

მეფეთ–მეფესა და დედოფალთ დედოფალს სრულიად საქართველოისას, შარვან შაჰს და შაჰანშას და თვითმმფლობელობით მპყრობელს ყოვლისა დასავლისას, აღმოსავლისას, სამხრისას და ჩრდილოეთისას –  თამარს მიართვეს ძღვენი, ანისის ალაფი.

„აღივსო ყოველი ქუეყანა სიმდიდრითა, ოქროთა, ვეცხლითა, თუალითა, მარგალიტითა, რომელი მოიღეს ზაქარია და ივანე“.

მამული, ენა, სარწმუნოება

წამებული ქრისტეს სასძლოები – კალერია (ვალერია), კვირიაკია და მარიამი, პალესტინის კესარიაში წამებულნი (IV)
20 ივნისს არის ხსენება წმიდა მოწამეთა: კალერიასი, კვირიაკიასი და მარიამისა, რომელნიც პალესტინის კესარიაში ეწამნენ. წმიდა მოწამენი პალესტინის კესარიაში ცხოვრობდნენ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს. ქრისტეს სწავლებასთან ზიარებისა და ნათლისღების შემდეგ ისინი განმარტოებულ ადგილას დასახლდნენ და ლოცვაში ატარებდნენ დღეებს.
წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი, სხვა იუსტინე და მათ თანა: ხარიტონი, ეველპიტე, იერაქსე, პეონი, ვალერიანე, იუსტი და ხარიტა (+166) - ხსენება 14 ივნისს
წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი წარმართი ბერძნის ოჯახში დაიბადა. სამარიის უძველეს ქალაქ სიქემაში ეზიარა ის ბერძნულ ფილოსოფიასა და სხვადასხვა მეცნიერებას. ერთხელ, ქალაქის გარეუბანში სეირნობისას, დაფიქრებულ იუსტინეს შეხვდა ბერი, რომელმაც ხანგრძლივი საუბრის დროს ქრისტიანული მოძღვრების არსი განუმარტა და ურჩია, ყველა მტანჯველ კითხვაზე პასუხი წმიდა წერილში ეძებნა. „მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, - თქვა ბერმა, - გულმოდგინედ ევედრე უფალს, რომ განგინათლოს გონება. არავის ძალუძს ჭეშმარიტების შეცნობა, თუ იგი არ განაბრძნო უფალმა, რომელიც უხვად მიმადლებს ყოველთვის რწმენითა და სიყვარულით მვედრებლებს“. 30 წლის იყო იუსტინე, როცა მოინათლა და, ამ დროიდან მოყოლებული, მთელ თავის ნიჭსა და ცოდნას წარმართთა შორის ქრისტეს სწავლების გავრცელებას ახმარდა. „ვისაც შეუძლია ჭეშმარიტება ამცნოს სხვას, და ამას არ აკეთებს, მოეკითხება უფლისაგან“, - წერდა ის.
gaq