|
1798 წლიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. 5 იანვრიდან გაუნძრევლად იწვა საწოლში. 11 იანვარს, გამთენიისას, თელავის სამეფო სასახლეში, ერეკლე იმავე ოთახში გარდაიცვალა, სადაც 78 წლის წინ დაიბადა.
|
|
თეიმურაზ ბატონიშვილმა განსაკუთრებული ღვაწლი დასდო ვეფხისტყაოსნის შესწავლას („განმარტება პოემა ვეფხისტყაოსანისა“), ტექსტის დადგენას და პოემის 1841 გამოცემას. მიუხედავად იმისა,რომ მცირე ასაკის გამო არ მონაწილეობდა კრწანისის ომში, აღწერა ეს ბრძოლა. აღწერა ერეკლე მეორეს ცხოვრების ბოლო პერიოდი.
|
|
ქართველი ერი ბითუმათ და ერთობლივათ აღიმართა აბეზარ მტრის წინააღმდეგ. ქართველების აწინდელმა დატაკებამ რუსეთთან, უკვე მიიღო გარკვეული სახე ნამდვილ ეროვნული ბრძოლისა: დაპირისპირებულ არის ორი განთვისებული სახეობა, ორი ისტორია, ორი კულტურა, ორი ნაციონალ-სოციალი წყობილობა, ორი ადათი და ზნე, ორი ფსიქიკა და შეიძლება თამამად ითქვას _ ორი მსოფლმხედველობა...
|
|
გიორგი XII დათანხმდა შეეზღუდათ 1783 წლის ტრაქტატით გათვალისწინებული მეფის უფლებანი, ოღონდ მისთვის და მისი შთამომავლებისათვის მეფობა შეენარჩუნებინათ. რუსეთის მთავრობა ხედავდა ქართლ-კახეთის სამეფოში შექმნილ კრიტიკულ მდგომარეობას და ამ სამეფოს სრული გაუქმებისათვის ხელსაყრელ მომენტს ელოდა. გიორგი XII გარდაიცვალა ტფილისში 1800 წლის 28 დეკემბერს, დასაფლავებულია სვეტიცხოველში. მისი გარდაცვალების შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთმა შეიერთა, მიუხედავად იმისა, რომ იმპერატორ პავლე პირველს მისი ვაჟი დავითი ქართლ-კახეთის ტახტის მემკვიდრედ ჰყავდა აღიარებული.
|
|
მკითხველს ვთავაზობთ თემას განხილვისათვის: "არისტოკრატიული თუ სახალხო მონარქია". მსოფლიოში მონარქიის რამდენიმე სახეა გავრცელებული. ზოგიერთ ქვეყანაში აბსოლუტური მონარქიაა (აზიის ქვეყნები), ზოგიერთ სახელმწიფოში შეიხებს, ამირებს და სხვა არისტოკრატებს დიდი უფლებები აქვთ (აზია), ევროპის მონარქისტულ ქვეყნებში კი სახალხო მონარქიაა.
ამ თემაზე სხვადასხვა აზრი არსებობს, ყოველ აზრს, რა თქმა უნდა, აქვს არსებობის უფლება და იგი უნდა განვიხილოთ, რათა შევთანხმდეთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე და მზად ვიყოთ, იქნებ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს საქართველოში მონარქიის აღდგენა.
|