| უფლისწული გიორგი | საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობისათვის - ამ თემატიკას ხშირად ეძღვნება როსტომ ჩხეიძის ბეჭდური პუბლიკაციები (ძირითადად, ესეები და ბიოგრაფიული რომანები), ასევე სატელევიზიო გადაცემები და საჯარო გამოსვლები. „ბეჭზედ არწივი მეხატა“ (ჟურნალი „მწვანეყვავილა“, 2, 2016) აღნიშნული სერიის მორიგი და მეტად გამორჩეული ესეა, რომელშიც ავტორისათვის ჩვეული შემოქმედებითი ოსტატობით წარმოჩენილი და სხვადასხვა ასპექტითაა განხილული კახა ქორიძის „მრავალმხრივ მნიშვნელოვანი წიგნი - „ბაგრატიონები, სამეფო ტახტის მემკვიდრე“, როგორც საიმედო გზამკვლევი და მეკავშირე“. მწერალი ოთარ ჩხეიძე ზაურ წაქაძესთან საუბარში („ამ ერთხელ კიდევ გადავრჩებით, მერეცა და მერეცა ...“, „გორის მოამბე“, 1996) შეკითხვას - „ვინ გადაარჩენს საქართველოს?“, ასე პასუხობს: „რო გეკითხათ, რა გადაარჩენსო, გიპასუხებდით ზნეობრივი განწმენდა, ზნეობრივი ამაღლება. ძნელი, ძალიან ძნელია, ეკლესია ჯერ ვერ არის ისე მომძლავრებული, ყველა ერთბლივ რო აიყოლიოს. მას გამოცლილი აქვს ის უძველესი საყრდენი, საფუძველი, ს ა მ ე ფ ო ხელისუფლება რო ჰქვიან, უძველესი და ყველაზე ჰუმანური დღემდე არსებულ მმართველობათა შორის“ (ოთარ ჩხეიძე, რა ამბავ მოხდა ეღოსა, დიალოგები, 2016). როსტომ ჩხეიძეც, უპირველესად, სწორედ ზნეობრივი ასპექტით ხედავს ქართული სამეფო დინასტიის როგორც მრავალსაუკუნოვან ღვაწლსა და თავდადებას ჩვენი ქვეყნის წინაშე, ისე მის სამომავლო მიზნებსა და პერსპექტივებს: „ბაგრატიონები ყოველთვის თავიანთ სამშობლოს, თავიანთი ხალხის ცხოვრებით ცხოვრობდნენ, მისი ჭირისა და ლხინის გაზიარებით, ქართველი ერის ბედი საკუთარ ბედად აქციეს და საქართველოს მარტვილობას თავიანთი მარტვილობა შეუთანადეს და გადააჯაჭვეს. ამიტომაც უნ
| უფლისული გიორგი და პრინცესა მარიამი | და ვეპყრობოდეთ ბაგრატიონთა დინასტიას განსაკუთრებული კრძალვითა და პატივით. ამ საგვარეულო სახლის ისტორიასაც. აწინდელ ყოფასაც. და მომავალსაც“. აქვე როსტომ ჩხეიძე, პირველ პრეზიდენტზე საუბრისას, შენიშნავს: „შესაძლებელი რომ ყოფილიყო - ანუ საამისო დრო ჰქონოდა - პარლამენტური მონარქიის შემოღება, მაშინ მის ხელისუფლებას ასე ადვილადაც ვეღარ დაამხობდნენ“. ეს ძალზედ საგულისხმო და გასათვალისწინებელი მოსაზრებაა და არა მხოლოდ გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისის ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით. პირველ ყოვლისა, უნდა გავიხსენოთ, რომ საპარლამენტო მონარქიის შექმნის მეტად პროგრესული იდეა ჯერკიდევ თამარ მეფის ეპოქაში გაჩნდა (ყუთლუ არსლანის დასის მიერ). შემდგომ პერიოდში განვითარებული ცნობილი და ძალზედ დრამატული ისტორიული მოვლენები უდავოდ ადასტურებს, რომ ამ იდეას თავის დროზე გაემარჯვა, საქართველოს სახელმწიფოებრივი მდგომარეობა ბევრად მყარი და წელგამართული იქნებოდა. ხოლო, აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ დღეს ჩვენ არსებითად სხვა რეალობის წინაშე ვიდგებოდით. საკმაოდ ორიგინალურ და შთამბეჭდავ მეტაფორულ გააზრებას იძენს სათაურად წამძღვარებული გიორგი ლეონიძესეული პოეტური სტრიქონი - „ბეჭზედ არწივი მეხატა“ და ვენეციელი მოგზაურის მარკო პოლოს გადმოცემა საქართველოს შესახებ („წინათ აქაური მეფეები იბადებოდნენ ბეჭზე არწივის ნიშნითო“), რომელიც, ესეს ავტორის აზრით, განსაზღრავს მხატვრული ფილმის „ღიმილის ბიჭები“ როლების (კინოგმირების - თემურისა და „ჭკუისკოლოფას“) შემსრულებელთა - კახა ქორიძისა და ნუგზარ ბაგრატიონის მოღვაწეობის ახალ უმნიშნელოვანეს ასპარეზსა და ცხოვრებისეულ კრედოს. ბაგრატიონთა სამეფო სახლის კანცლერის კახა ქორიძის ავტორობით ახლახანს გამოქვეყნებულ წიგნში სრულად
| ლადო ჭელიძე | და ამომწურავადაა დადგენილი, რომ სამეფო სახლის მეთაურია ნუგზარ ბაგრატიონი. ამდენად, საფუძვლიანია ის აზრი, რომ „განახლებული დინასტიის სათავეში მისი შვილიშვილი მდგარიყო“. აქედან გამომდინარე, გიორგი უფლისწულს დაეკისრება სამეფო სახლის სამომავლო მიზანებისა და ამოცანების შესრულება. კონსტიტუციური მონარქიის პერსპექტივების შესახებ საუბარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, მაგრამ სამომავლო საკითხია. ამჯერად, ქართული სამეფოს ისტორიულ რეალიებს შევეხებით. უპირველესად, უნდა აღვნიშნოთ, რომ გ ი ო რ გ ი აფხაზეთის მეფეთა დინასტიური სახელია, და არა - ბაგრატიონების. „ქართლის ცხოვრება“ ბაგრატ მესამის აფხაზეთში გამეფების გარემოებებს ასე გადმოგვცემს (დედით ის აფხაზთა მეფის, ხოლო მამით - ბაგრატიონთა შთამომავალი იყო) - „იწყო განგებად და საურავად და განმართებად ყოველსა საქმესა მსგავსად პაპისა მისისა, დიდისა გ ი ო რ გ ი მეფისა, გინა თუ უმეტესადრე ვთქუა, რამეთუ ყოვლითურთ მიემსგავსებოდა ქცევასა გამზრდელისა თჳსისასა, დიდისა მეფისა დავით კურაპალატისასა“. ჩვენი ქვეყნისათვის აფხაზეთის საკითხი ქართლის სამეფოს შექმნის დროიდან მოკიდებული პრობლემატური იყო. გაერთიანებული სამეფოს (ქართლ-მესხეთი და ეგრის-სვანეთი) საზღვრების აღწერისას ლეონტი მროველი გადმოგვცემს - „ხოლო ეგრის წყალს ქუემოთ დარჩა ბერძენთა“. როგორც ჩანს, თანადროული ეპოქის საგარეო მდგომარეობამ განაპირობა, რომ ეგრისი („ქუეყანა ზღჳს ყურისა“), რომელიც ადრე ისტორიული საქართველოს დასავლეთ ნაწილს მთლიანად მოიცავდა („და... საზღვარი - აღმოსავლით მთა მცირე, რომელსა აწ ჰქჳან ლიხი; დასავლით ზღუა; [ჩრდილოთ] მდინარე მცირისა ხაზარეთისა, სადა წარსწუთების წუერი კავკასისა“), ფარნავაზის მიერ ერთიანი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბები
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | ს დროს ტერიტორიული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა და მისი ჩრდილოეთი მხარე - აფხაზეთი, რომელიც მდებარეობდა „ეგრის წყალს ქუემოთ“ (მდ. ღალიძგიდან), ვიდრე საზღვრამდე - „მდინარე მცირისა ხაზარეთისა, სადა წარსწუთების წუერი კავკასისა“ (მდ. ყუბანამდე), „დარჩა ბერძენთა“. აფხაზეთის დაბრუნების და ამ პრობლემის მოგვარების საკითხი საუკუნეების განმავლობაში გადაუწყვეტელი რჩებოდა, რაც მუდმივი სამხედრო და დიპლომატიური დაპირისპირების საგანი გახდა. საისტორიო გადმოცემები, კერძოდ, ისტორიული კოლხეთის (ეგრისის) ტერიტორიის დეტალური დოკუმენტური აღწერილობა, ადასტურებს, რომ ქართულ წერილობით კულტურას, ჩვენი ისტორიული რეალიებიდან გამომდინარე, საფუძვლად უდევს და ძირითადად განსაზღვრავს ეროვნული ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის იდეა. აღნიშნული მხარის შემოერთების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი ვახტანგ გორგასალმა შეიტანა („მაშინ მეფემან... იწყო ბრძოლად ციხეთა აფხაზეთისათა. ...და სამ წელ წარტყუენნა ყოველნი ციხენი აფხაზეთისანი“). საგულისხმოა, რომ ბაგრატ მესამის მეფობის ბოლო მონაკვეთის აღწერისას, საისტორიო თხზულების ავტორი დაურთავს - „შემდგომად დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლისა არა-ვინ გამოჩენილ არს სხუა მსგავსი მისი დიდებითა და ძალითა, და ყოვლითა გონებითა“. ვახტანგ გორგასალთან მისი შედარება იმითაც იყო განპირობებული, რომ აფხაზთა მეფეები დინასტიურად პირდაპირი შთამომავლები იყვნენ გორგასლის მესამე ძის ლ ე ო ნ ი ს, რომელიც ვახტანგ მეფემ მის მიერ დაბრუნებული აფხაზეთის პირველ ერისთავად დაადგინა. მაგრამ ბერძნებმა ისევ დაიპყრეს აფხაზეთი, რომელიც, საბოლოოდ, მხოლოდ რამდენიმე საუკუნის შემდგომ დაიბრუნა ლეონ აფხაზთა მეფემ - „ესე... ლეონ ასულის წული იყო ხაზართა მეფისა, და ძალითა მათითა გაადგა ბ
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | ერძენთა, დაიპყრა აფხაზეთი და ეგრისი ვიდრე ლიხამდე, სახელ-იდვა მეფე აფხაზთა“. აფხაზეთისა და ეგრისის (ლაზეთის) შეერთება (შეერთება და არა დაპყრობა, როგორც ამას ბევრი ცნობილი მეცნიერი ამტკიცებდა, რაზედაც პავლე ინგოროყვა, რომელმაც საგულდაგულო კვლევა-ძიებით დაადგინა და დააზუსტა ისტორიული რეალობა, შენიშნავდა, რომ აფხაზეთსაც ეგრისთან ერთად ხომ არ დაიპყრობდაო), იოანე საბანიძის ცნობის მიხედვით, ჯერ კიდევ ბერძენთა მფლობელობის დროს განხორციელდა (სავარაუდოდ, ეს განაპირობა გორგასლიანთა სამეფო და საერისთავო შტოების დინასტიურმა გაერთიანებამ - ლეონ მეფის ბიძამ ლეონ აფხაზთა მთავარმა, თავის დროზე, ცოლად მოიყვანა ქართლის მეფის მირის ასული) და საფუძველი ჩაუყარა ჩვენი ქვეყნის მომავალი გაერთიანების პროცესს. „ლაზები..., - როგორც მიუთითებს ბერძენი ისტორიკოსი აგათია, - ამაყობენ კოლხთა ძველი სახელით და ზომაზედ მეტად ქედმაღლობენ. და უნდა ითქვას, არც თუ უსაფუძვლოდ“. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რაოდენ ამაყი იქნებოდა ბერძნებზე გამარჯვებული ლეონ მეფე, თავისი რეზიდენცია ცხუმიდან რომ გადმოიტანა და ორი ათასწლეულის შემდეგ როგორი ქედმაღალი შევიდოდა ძლევამოსილი აიეტის სამეფო ქალაქში - ქ უ თ ა ი ს შ ი (აიეტისა და ლეონის ძეგლები უდაოდ დაამშვენებდნენ უძველეს დედაქალაქს). ამას მოჰყვა ქართლთან ეგრის-აფხაზეთის საეკლესიო გაერთიანება - „ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების". ხოლო მოგვიანებით, გორგასლიანთა (აფხაზეთის მეფეთა) და ბაგრატიონთა დინასტიური გაერთიანების საფუძველზე, აფხაზთა მეფის მიერ ქართლში ერისთავად დადგენილი იოანე მარუშისძის ძალისხმევითა და სახე
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | ლგანთქმული დავით კუროპალატის თანადგომით ხდება ადმინასტრაციული (სახელმწიფოებრივი) გამთლიანება გაერთიანებული სამეფოს სახით. დასვლეთისა და აღმოსავლეთის მხარეების „ყოველთა ქართველთა“ მიერ შეიქმნა ახალი ქვეყანა სახელწოდებით - ს ა-ქ ა რ თ ვ ე ლ-ო. საქართველოში მომდევნო პერიოდში უფლისწულებს მონაცვლეობით ერქმეოდათ ორივე ძველი ქართული სამეფოს დინასტიური სახელები. ასეა დღესაც. უფლისწულის სახელი - გიორგი, ბუნებრივია, სწორედ ამ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის გაგრძელებაა. ხოლო მისი სამომავალო მოღვაწეობის პრიორიტეტების განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისა და გამთლიანების საწინდარია.Top of FormBottom of Form P. S. და, ბოლოს, მცირე გადახვევის შესახებ, რომელიც გარკვეულწილად უკავშირდება ჟურნალის „მწვანეყვავილა“ პუბლიკაციაზე ამ ჩვენს გამოხმაურებას. სწორედ იმ დღეს, დიდი ინტერესით რომ გავეცანი როსტომ ჩხეიძისა და ჟურნალის დასახელებული ნომრის სხვა ავტორთა ჟანრობრივად მრავალფეროვან პუბლიკაციებს, ჩვენთან ოჯახში შვილიშვილების სანახავად სტუმრად გვეწვია ჩემი მზახალი ტატო (ტარიელ) ბარათაშვილი. როგორც ღირსეული გვარის წარმომადგენელს, მას ჩემი იმდღევანდელი განწყობილებები გავუზიარე და საპარლამენტო მონარქიის მნიშვნელობაზე საუბარს შევყევით. სუფრას რომ შემოვუსხედით, ძველი ქართული ტრადიციის მიხედვით წარმოვთქვით სადღეგრძელო, რომელიც, იმედია, ასევე ტრადიციად დამკვიდრდება ქართულ სუფრებსა და საზეიმო შეხვედრებზე: „დღეგრძელი იყოს უფლისწული გიორგი და სამკვიდრო მისი - სრულიად საქართველო“. ჟურნალი „მწვანეყვავილა“, 3, 2016 |